დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ს 2014 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 426 |
| დოკუმენტის მიმღები | აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი |
| მიღების თარიღი | 09/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ �აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის� ყოველწლიურ ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ სსიპ �აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის� ყოველწლიურ ანგარიშს:
ა) 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით აკრედიტაციის ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულია 93 წერილი. გაცემულ საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანასთან დაკავშირებით არცერთი მოთხოვნა არ დაფიქსირებულა. აკრედიტაციის ცენტრს არ მიუღია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსული 93 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შესრულებული და გაგზავნილია 93 შესაბამისი პასუხი წერილობით. აკრედიტაციის ცენტრს არ მიუღია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან/არ გაცემასთან დაკავშირებით დახურული სხდომის ჩატარების თაობაზე;
გ) აკრედიტაციის ცენტრის საჯარო მონაცემთა ბაზა (აკრედიტებულ პირთა რეესტრი) განთავსებულია აკრედიტაციის ცენტრის ვებ გვერდზე: www.gac.gov.ge და ის ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. აღნიშნული ბაზა (ელ. ვერსია Excel ფაილში) მუშავდება და ინახება აკრედიტაციის ცენტრის საჯარო-საინფორმაციო სამსახურში. აკრედიტაციის ცენტრის ვებ გვერდზე ასევე განთავსებულია� აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის საჯარო ინფორმაცია;
დ) აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომელთა მიერ არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები;
ე) აკრედიტაციის ცენტრს არ გამოუყენებია საკანონმდებლო აქტები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას, ვინაიდან (როგორც ზემოთ აღინიშნა) მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირებულა;
ვ) ვინაიდან აკრედიტაციის ცენტრის მიერ არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევები, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას;
ზ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან აკრედიტაციის ცენტრის სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაწეულა.
აკრტედიტაციის ცენტრის
გენერალური დირექტორის მოადგილე������������������������������������������� ������მ. ხარებავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები