დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2892-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.017559 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11911 მუხლი: „მუხლი 11911. მარტოხელა მშობელი 1. მარტოხელა მშობელი არის ამ მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი. 2. მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. 3. მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. 4. მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა ან შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას. 5. მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 6. მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15072 მუხლი: „მუხლი 15072. მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვების უფლების გავრცელება ამ კოდექსის 11911 მუხლის ამოქმედებამდე წარმოქმნილ ურთიერთობებზე ამ კოდექსის 11911 მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვების უფლება ვრცელდება 1996 წლის 18 აპრილიდან 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოქმნილ ურთიერთობებზედაც, კერძოდ, ისეთ შემთხვევებზე, როდესაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი დედისგან შობილი ბავშვის მამის გვარად მიეთითებოდა დედის გვარი, ხოლო მამის სახელი იწერებოდა დედის მითითებით.“. მუხლი 2. საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 5 თვის ვადაში უზრუნველყონ მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცება. საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3422 - ვებგვერდი, 07.04.2015წ. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 15 ივნისიდან. საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3422 - ვებგვერდი, 07.04.2015წ. |
ქუთაისი, 11 დეკემბერი 2014 წ. N2892-Iს |
დოკუმენტის კომენტარები