დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „SAYALI“-ს მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018145 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2147
2014 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „SAYALI“-ს მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „SAYALI“-ს მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული ქონების ბაზაზე 2017 წლის 1 იანვრამდე მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულების ამოქმედება (გადაცემული ქონების რეკონსტრუქცია, რემონტი, ასევე, სამედიცინო დანადგარებითა და ინვენტარით „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების შესაბამისად აღჭურვა);
ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული ქონების ბაზაზე 2017 წლის 1 იანვრამდე კომერციული ან/და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება;“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები