ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში

  • Word
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
03/12/2014
ვებგვერდი, 17/12/2014
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ანგარიში
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

 49–ე მუხლით განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს 2014  წლის  ა ნ გ ა რ ი შ ი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2014 წლის მანძილზე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსულია 73 წერილობითი მოთხოვნა, აქედან, 3 – კუთვნილებისამებრ, რეაგირებისათვის გადაიგზავნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლის შესახებაც ეცნობა მოთხოვნის ავტორებს.

საკრებულოში შემოსულ ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით, ვადების დაცვით, გაცემულია შესაბამისი პასუხები. 

ერთი ორგანიზაციის მოთხოვნას, რომელიც ქალაქ ქუთაისის თვითმმარ -თველობაში  ტესტირების ეტაპზე გასული და ბარიერგადალახული კონკურსანტების პერსონალური მონაცემების შემცველი დეტალების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას შეეხებოდა, საქართველოს კონსტიტუციის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44–ე მუხლის საფუძველზე, ეთქვა მოტივირებული უარი (უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირი – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო – საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე) .

საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის.

 საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, საკრებულოში არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა.

საკრებულოში შემოსული მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, გადაწყვეტილება სხვადასხვა დროს, მიღებული აქვს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს და საკრებულოს აპარატის უფროსს.

მ/წელს, საკრებულოს მიერ, საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე, გადაწყვეტილება მიღებული არ არის, შესაბამისად, საკრებულოს დახურული სხდომა არ ჩატარებულა.

საკრებულოს აპარატში მ/წელს, შეგროვდა და დამუშავდა  საკრებულოს  აპარატის 24 საჯარო მოსამსახურისა და საკრებულოს 14 თანამდებობის პირის პერსონალური მონაცემები (სულ:38 პერსონალური ინფორმაცია), რომელიც დაცული და შენახულია  საკრებულოს აპარატის შესაბამის განყოფილებაში. საკრებულოს აპარატში დაცული პერსონალური ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა, შესაბამისად, პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკრებულოს მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის, შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით, საკრებულოსათვის, ხარჯების გადახდის ვალდებულება სასამართლოს მიერ დაკისრებული არ ყოფილა და სასამართლო ხარჯები ამ მიმართულებით არ გაწეულა . რაც შეეხება, საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს, იგი შეადგენს 181 ლარსა და 90 თეთრს ( საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღება, პრინტერზე ამობეჭდვა და ფოსტის მეშვეობით გადაგზავნა).

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე,

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                    ბექა ყანჩელი