დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2253 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018152 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2253
2014 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №1097 და 2014 წლის 1 სექტემბრის №1504 განკარგულებებით გამოყოფილი და მის კაპიტალში შეტანილი თანხების ფარგლებში მორჩენილი ეკონომიით შემდეგი პროექტების განხორციელება:
ა) ქალაქ ხონის სრული გაზიფიცირების მიზნით, გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა;
ბ) გორის მუნიციპალიტეტის ზეღდულეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების, ახალშენის და ქვემო ახალსოფლის სრული გაზიფიცირების მიზნით, გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა;
გ) ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების, ბრეძის და საციხურის სრული გაზიფიცირების მიზნით, გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.
2. ეთხოვოთ ხონის, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგეობებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით, საჭირო ქმედებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები