დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 მაისის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 677 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.018300 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 მაისის №353 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/05/2014, 010220020.10.003.017973) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, 2015 წლის 14-15 მაისს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, შეიქმნას 2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ნოდარ ხადური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის (EBRD) მმართველი, კომისიის თავმჯდომარე; გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე; თამარ ბერუჩაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი; თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის წევრი; ოთარ დანელია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის წევრი; დავით შავლიაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის წევრი; ლევან ყიფიანი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი; ალექსანდრე ჭიკაიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი; თამარ სანიკიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კომისიის წევრი; დავით სერგეენკო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი; მიხეილ გიორგაძე - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი; დავით ბაქრაძე - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის წევრი; გიორგი ხანიშვილი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; ნინო კობახიძე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი; ანზორ ჩუბინიძე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი; დავით ლეჟავა - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ქეთევან ბოჭორიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები