დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2250 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018157 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2250
2014 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
მიეცეს თანხმობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული ფინანსური ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, 2014 წელს გათვალისწინებული ასიგნებებიდან, საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების, აგრეთვე, საერთაშორისო თანამეგობრობისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად მიმართოს ფინანსური შენატანი:
1. უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის სპეციალური მისიისათვის (OSCE) 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
2. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისათვის (UNCHR) 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები