საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2132
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018170
  • Word
2132
28/11/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
000000000.00.003.018170
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №213 2

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის კოდექსის“ 159-ე მუხლის საფუძველზე:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ტუ­რის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქარ­თვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში - დეპარტამენ­ტი) 2014-2015 წლებში განახორციელოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რიყის ცენტრში მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავ­ტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების არსებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება.

2. დეპარტამენტმა 2015 წელს უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საავტომობილო გზის სარეაბი­ლი­ტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა და მასთან დაკავშირებუ­ლი საზედამხედველო მომსახურების განხორციელება.

3. დეპარტამენტმა, ამ განკარგულების მეორე პუნქტით განსაზღვ­რული, 2015 წელს განსახორციელებელი, სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                    ირაკლი ღარიბაშვილი