დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი 30 მილიონი იუანის გამოყენებისა და გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2241 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018192 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2241
2014 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი 30 მილიონი იუანის გამოყენებისა და გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში 30 მილიონი იუანის (შემდგომში - გრანტის თანხა) გამოყენების თაობაზე.
2. „ გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გრანტის (3 0 მილიონი იუანი) მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური .
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა აწარმოონ კონსულტაციები და გააფორმონ შესაბამისი დოკუმენტები ჩინურ მხარესთან საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარებით (3 0 მილიონი იუანი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად .
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები