დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2239 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018194 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2239
2014 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გაუქმდეს „შპს „გენეტიკური ეკოლოგიის ცენტრის“-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 ნოემბრის №1-1/222 ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობები იმ პირობით, რომ შპს „ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია“ (ს/კ 202161640), ამ განკარგულების გამოცემიდან 4 (ოთხი) თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდას, ყოველთვიურად, 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში ჩარიცხვის გზით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები