დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ქონების შპს „უნიმედი სამცხისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/05 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „უნიმედი სამცხის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2238 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018195 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2238
2014 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ქონების შპს „უნიმედი სამცხისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს№29/08/05 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „უნიმედი სამცხის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონის491მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო ქონების შპს „უნიმედი სამცხისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/05 განკარგულების მე-3 პუნქტის „ვ,“ „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:
ა) „სახელმწიფო ქონების შპს „უნიმედი სამცხისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/05 განკარგულების №1 დანართის 1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე 11-საწოლიანი სამედიცინო ცენტრის შექმნა, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) კალენდარული წლის ვადაში;
ბ) „სახელმწიფო ქონების შპს „უნიმედი სამცხისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/05 განკარგულების №1 დანართის 1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე 70-საწოლიანი სამედიცინო ცენტრის შექმნა, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) კალენდარული წლის ვადაში;
გ) „სახელმწიფო ქონების შპს „უნიმედი სამცხისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/05 განკარგულების №1 დანართის 1.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე 45-საწოლიანი სამედიცინო ცენტრის შექმნა, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) კალენდარული წლის ვადაში.
2. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონის491მუხლის პირველი პუნქტისშესაბამისად, შპს „უნიმედი სამცხე“ (ს/კ – 404865963) გათავისუფლდეს მასსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) შორის 2012 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.6 პუნქტის საფუძველზე, ამ განკარგულების შესაბამისად ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან იმ პირობით, რომ შპს „უნიმედი სამცხე“ შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები