არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - საერთაშორისო ასოციაცია ქალი და ბიზნესისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - საერთაშორისო ასოციაცია ქალი და ბიზნესისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2237
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018196
  • Word
2237
10/12/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
000000000.00.003.018196
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - საერთაშორისო ასოციაცია ქალი და ბიზნესისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2237

2014 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის  – საერთაშორისო ასოციაცია ქალი და ბიზნესისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ – საერთაშორისო ასოციაცია ქალი და ბიზნესს (ს/კ №203845713) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, არბოს ქუჩაზე, „ა“ კორპუსში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 259,22 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.12.08.003.005.01.503).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლების გადაცემის პირობად განისაზღვროს:

ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე 31 400 (ოცდათერთმეტი ათას ოთხასი) ევროს ეკვივალენტი ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების განხორციელება ყოფილი პატიმარი ქალებისათვის თავშესაფრის მოწყობის მიზნით, 2015 წლის 1 იანვრამდე;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების გამოყენება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავშესაფრის ფუნქციონირების მიზნით, 2015 წლის 1 იანვრიდან შესაბამისი უზუფრუქტის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თავშესაფარში ყოველ  6 (ექვსი) თვეში ერთხელ, 6 (ექვსი) თვის ვადით, 12 (თორმეტი) ყოფილი პატიმარი ქალის განთავსება და მათი პროფესიული მომზადება რეინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

3. ამ განკარგულების მე-4 პუნქტის საფუძველზე გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება შესაძლოა მესაკუთრის მიერ ცალმხრივად შეწყდეს უზუფრუქტუარისათვის წინასწარი 1 (ერთი) თვიანი ვადის დაცვით გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი