დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „UBM INFORMATION LIMITED (T/A ROUTES)“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2236 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018186 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2236
2014 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „UBM INFORMATION LIMITED (T/A ROUTES)“-ს შორის გასაფორმებელიხელშეკრულების პროექტის მოწონებისთაობაზე
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „UBM INFORMATION LIMITED (T/A ROUTES)“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული მომსახურებისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე განსახორციელებელი სხვა საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები