„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 ივლისის №1319 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2128
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018172
  • Word
2128
28/11/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
000000000.00.003.018172
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 ივლისის №1319 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2128

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის საქართველოსრეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხისგამოყოფისშესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 ივლისის №1319 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 ივლისის №1319 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თბილისის ეროვნული პარკის, ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების, აჯამეთის აღკვეთილის, ჭაჭუნის აღკვეთილის, ივრის აღკვეთილის, ყორუღის აღკვეთილის, მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის და გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლის საზღვრების დემარკაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულისაქართველოსრეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსსსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) გამოუყოს 395 000 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სააგენტომ, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების, აჯამეთის აღკვეთილის, ჭაჭუნის აღკვეთილის, ივრის აღკვეთილის, ყორუღის აღკვეთილის, მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალისა და გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლის საზღვრების დემარკაციის ჩატარების მიზნით, ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაწილით - 277 651 (ორას სამოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას ორმოცდათერთმეტი) ლარით, შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი