„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3011
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 13/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.002.237
  • Word
3011
11/05/2006
სსმ, 13, 13/05/2006
220.010.000.04.001.002.237
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995წ., №№27-30, მუხ. 642) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. ოპერაციები ღია ბაზარზე

ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აწარმოოს ოპერაციები ღია ბაზარზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებითა და ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ჩვეულებრივი შეძენის ან გაყიდვის გზით (სპოტური ან/და ფორვარდული ოპერაციებით), ან შემდგომში შესყიდვის ან შემდგომში გამოსყიდვის პირობის შეთანხმების გზით (რეპო და უკურეპო ოპერაციები). ამ მიზნით სხვა ფასიანი ქაღალდების გამოყენება აკრძალულია.“.

2. 52-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბანკირი და ფისკალური აგენტი“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკი ასრულებს საქართველოს მთავრობის ბანკირისა და ფისკალური აგენტის როლს.“.

3. 57-ე და 58-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 57. ეროვნული ბანკის ფინანსური დახმარების უფლება

ეროვნული ბანკი ფინანსურად არ ეხმარება სახელმწიფო დაწესებულებებს. მას უფლება არა აქვს პირველად ბაზარზე შეიძინოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, გარდა ამ კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 58. ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენა

ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე და ეროვნული ბანკის თანამშრომელთა არასახელმწიფო საპენსიო ფონდის სახსრების განსათავსებლად ახორციელებს ფასიანი ქაღალდების შეძენას მხოლოდ მეორად ბაზარზე.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XI თავი:

„თავი XI

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 76. საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანება

საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება (მიღებული კრედიტები და გადაფორმებული სავალო ვალდებულებები), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საშინაო ვალს, დაფარულ იქნეს 2030 წლის 16 მარტამდე საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ისე, რომ ყოველწლიურად მოხდეს დავალიანების ერთი ნაწილის გადაფორმება ეროვნული ბანკისათვის განკუთვნილ ერთწლიან ყოველწლიურად განახლებად სახელმწიფო სავალო ვალდებულებად – სახელმწიფო ობლიგაციად, ხოლო მეორე ნაწილისა – სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის, რომელთა დაფარვაც განხორციელდეს შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტებიდან.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 11 მაისი.

№3011-Iს