დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2220 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018132 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2220
2014 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს საჭირო თანხა აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სოფელ ნორიოში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში – პროფ.სასწავლებელი №1 და №2) ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაზიფიცირებისათვის ჩასატარებელი სამუშაოების შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და შემდგომ შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შპს „სოკარ-ჯორჯია გაზისგან.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები