დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონების ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფისა და შესაბამის დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის №888 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და შპს „ბლექ სი ინდასტრისა“ და შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 დეკემბრის №1988 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის 2008 წლის 26 დეკემბერს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2120 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018082 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2120
2014 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონების ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფისა და შესაბამის დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის №888 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და შპს „ბლექ სი ინდასტრისა“ და შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 დეკემბრის №1988 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის 2008 წლის 26 დეკემბერს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონების ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფისა და შესაბამის დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის №888 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და შპს „ბლექ სი ინდასტრისა“ და შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 დეკემბრის №1988 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაზიფიცირების გეგმა-გრაფიკის შეთანხმება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან. გეგმა-გრაფიკის შეთანხმების ვალდებულება არ ვრცელდება ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული „ცვლილების ხელშეკრულების“ გაფორმებამდე განხორციელებულ ან დაწყებულ გაზიფიცირებაზე;“.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის 2008 წლის 26 დეკემბერს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ (ს/კ 202403121) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები