დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2014 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №1352 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2118 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018086 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2118
2014 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„2014 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №1352 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „2014 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №1352 განკარგულებაში და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს სამინისტროების და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 2014 წლის:
ა) იანვარ-მაისში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 31 000 000 (ოცდათერთმეტი მილიონი) ლარს;
ბ) ივნისი-სექტემბერში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია აღემატება 17 000 000 (ჩვიდმეტი მილიონი) ლარს.
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიიდან 10 097 324 (ათი მილიონ ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას სამას ოცდაოთხი) ლარი (დანართის შესაბამისად) , „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მიმართოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საქართველოს სამინისტროებსა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს მიეცეთ უფლება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 2014 წე ლს გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია, გარდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობებისა მიმართონ მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინანსებლად.“ .
2. „2014 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №1352 განკარგულების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები