დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის“ პროექტის დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის აუთვისებელი ნაწილის გაუქმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2183 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018117 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2183
2014 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის“ პროექტის დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის აუთვისებელი ნაწილის გაუქმების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2010 წლის 17 მარტს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად, „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის“ პროექტის დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის აუთვისებელი ნაწილის (908,426.71 ევრო) გაუქმების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ასევე, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის“ პროექტის დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის აუთვისებელი ნაწილის გაუქმებასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები