დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის №1007 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2181 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018116 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2181
2014 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის №1007 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის №1007 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამოქმედო გეგმის 38-41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „38 | საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნეს 100 საპატიო სტუმრის მოწვევა, კვების, თბილისსა და მცხეთაში საექსკურსიო პროგრამის და გადაადგილების ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის 60 სტუმრის მგზავრობის და ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება | საქართველოს მთავრობის კანცელარია | 258 170 ლარი |
| 39 | დამზადდეს სამახსოვრო საჩუქრები საპატიო სტუმრებისათვის და საზეიმო ღონისძიების მონაწილეთათვის, მათ შორის, ჩამოისხას ქართული ღვინო სამახსოვრო ეტიკეტით, დამზადდეს საიუბილეო სამკერდე ნიშანი და სხვ. | საქართველოს მთავრობის კანცელარია | 20 410 ლარი |
| 40 | შემუშავდეს საიუბილეო ღონისძიებების ლოგო და სიმბოლიკა და დამზადდეს პოლიგრაფიული და სარეკლამო მასალა (ბანერები, ბუკლეტები, სასაჩუქრე ჩანთები და ა.შ.) | საქართველოს მთავრობის კანცელარია | 54 855 ლარი |
| 41 | შემუშავდეს საიუბილეო წლის და ღონისძიებების საინფორმაციო კამპანიის გეგმა | საქართველოს მთავრობის კანცელარია | 61 485 ლარი.“. |
2. ეს განკარგულება ძალაშია 2014 წლის 26 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები