დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2180 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018115 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2180
2014 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 37 02 03) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო კონცენტრირებული ვაქცინის და ცხვრისა და თხის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები