დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2179 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018114 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2179
2014 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს:
ა) ლიტერატურული თარგმანების და მათი გამოცემების ხელშეწყობისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
ბ) საზღვრებს გარეთ, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო წიგნის ბაზრობებსა და ფესტივალებზე საქართველოს ეროვნული სტენდების, პავილიონების და ეროვნული პროგრამების წარდგენისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
გ) საერთაშორისო წიგნის ბაზრობებთან, ფესტივალებსა და მის კონტრაქტორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
დ) ქართველი მწერლების და ლიტერატურის მთარგმნელებისთვის საერთაშორისო წიგნის ბაზრობებში, კონფერენციებში, ფორუმებში, ფესტივალებში, სემინარებში, ლიტერატურულ საღამოებში მონაწილეობისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
ე) გამომცემლებისთვის, ლიტერატურის მთარგმნელებისა და ლიტერატურული აგენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების, სემინარების, ფორუმების, კონფერენციების ორგანიზებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების უზრუნველყოფისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები