2015-2016 წელს ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე

  • Word
2015-2016 წელს ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018110
  • Word
2175
03/12/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
000000000.00.003.018110
2015-2016 წელს ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2175

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

2015-2016 წელს ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე

შემსყიდველი ორგანიზაციების 2015 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმების პარამეტრების და ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2014-2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერისა და მისი შედეგების ანალიზის გათვალისწინებით:

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის შესაბამისად, 2015 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ჩატარდეს  კონსოლიდირებული  ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, ხელმეორედ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში  შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების განმეორებით წარდგენის საფასური განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით.

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2015-2016 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

4. ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის 2015-2016 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისა და მისი შემდგომი ადმინისტრირების მიზნით შეიქმნას ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2015-2016 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისია და დამტკიცდეს სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის  წესი.

პრემიერ-მინისტრი                                        ი . ღარიბაშვილი

 

დანართი

ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2015-2016 წლის  კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი

1. ფიჭური სატელეფონო მომსახურების  2015-2016 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისია  (შემდგომში – სატენდერო  კომისია) შექმნილია ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის 2015-2016 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისა და მისი შემდგომი ადმინისტრირების   მიზნით.

2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;

ლევან რაზმაძე – სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

დავით ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი.

3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის დავალებით, სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სატენდერო კომისიის სხდომა  ტარდება  საჭიროებისამებრ.

5. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის სამი წევრისა. კომისიის დამსწრე წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას.

7. სატენდერო კომისიის მიერ სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელიც შესაძლებელია შეთანხმდეს როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. კომისიის წევრთა ხელმოწერა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ოქმი თანხმდება ელექტრონული ფორმით.

8. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებს კომისიის სხდომის მოწვევას, შესაძლებელია მიღებულ იქნეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: www.mobile2015@spa.gov.ge. აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს. 

9. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.