შპს „იმედის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
შპს „იმედის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2168
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018103
  • Word
2168
03/12/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
000000000.00.003.018103
შპს „იმედის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2168

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „იმედის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „იმედი“ (ს/კ №226524972) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ) და შპს „იმედს“ შორის 2010 წლის 2 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, 2.2 და 3.5 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ამავე ხელშეკრულების 4.2.2, 4.2.4 და 4.2.5 პუნქტების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.

პრემიერ-მინისტრი                                               ი . ღარიბაშვილი