დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ენერგო-არაგვის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2166 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018101 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2166
2014 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „ენერგო-არაგვის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ენერგო-არაგვი“ (ს/კ N204515177) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ -სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ენერგო-არაგვს“ შორის 2011 წლის 11 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.8 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ამავე ხელშეკრულების 5.2.4 მუხლის საფუძველზე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და შპს „ენერგო-არაგვს“ შორის 2013 წლის 13 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.2 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ამავე ხელშეკრულების 5.2.2 მუხლის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები