„სახელმწიფო ქონების შპს „ნეოპრინტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 19 ნოემბრის N750 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ნეოპრინტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2165
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018100
  • Word
2165
03/12/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
000000000.00.003.018100
„სახელმწიფო ქონების შპს „ნეოპრინტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 19 ნოემბრის N750 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ნეოპრინტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2165

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების შპს „ნეოპრინტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 19 ნოემბრის 750 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ნეოპრინტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის 1037- Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო ქონების შპს „ნეოპრინტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 19 ნოემბრის 750 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:

„სახელმწიფო ქონების შპს „ნეოპრინტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 19 ნოემბრის 750 განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქარხანაში 5 (ხუთი) წლის ვადაში, პერიოდულად დაასაქმოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, ცხინვალის რეგიონიდან გადაადგილებული, სოფელ წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული პირები.

 2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ნეოპრინტი“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ნეოპრინტს“ (ს/კ - 204963762) შორის 2008 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2.2 და 4.2.3 პუნქტების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, მასზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლო­საგან.

 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                             ი . ღარიბაშვილი