დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „სილქნეტისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2163 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018098 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2163
2014 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
სს ,,სილქნეტისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 274 მუხლის მე-5 პუნქტისა და 275 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსების მიზნით, სს ,,სილქნეტს“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლების გარეშე) ვადა, არა უმეტეს 49 წლით, განესაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის შემდეგ ტერიტორიებზე:
ა) სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ადიგენისა და წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბნებში მდებარე 1 671 კვ.მ ფართობებზე (დანართის შესაბამისად);
ბ) სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული თელავის სატყეო უბნის ნაფარეულის სატყეოს კვარტალი №85-ის ლიტერ №8, №11, №12 და №13-ში მდებარე 75 კვ.მ ფართობზე;
გ) სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე 364 კვ.მ ფართობზე;
დ) სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ შუახევის, ხულოს და ქედის სატყეო ადმინისტრაციებში მდებარე 782,8 კვ.მ ფართობზე.
2. ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული რეკრეაციულ/საკონსერვაციო დანიშნულების საკომპენსაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, სს ,,სილქნეტმა“ უზრუნველყოს:
ა) სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ადიგენის სატყეო უბნის ადიგენის სატყეოს კვარტალი №4-ის ლიტერ №2-ში 1 746 კვ.მ ფართობზე ტყის აღდგენის ღონისძიებების (ნიადაგის მომზადება და ტყის კულტურების გაშენება) განხორციელება, 2015 წლის 15 მარტიდან პირველ მაისამდე;
ბ) სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოში ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტყის აღდგენის ღონისძიებების პროექტის დასამტკიცებლად წარდგენა, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
გ) სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობაში გადაცემული ფართობის შესაბამისი ფართობისთვის 13 (ცამეტი) ცალი ფოტოხაფანგის (Code Black 3G Model №2724 (Solid Color) &2427 (Mossy Oak Camo)) კომპლექტის გადაცემა, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში;
დ) 2015 წლის 15 აპრილამდე სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ შუახევის სატყეოს კვარტალ №1-ში - 270 კვ.მ, ქედის სატყეო ადმინისტრაციის მერისის სატყეოს კვარტალ ,,ზენდიდში“ - 250 კვ.მ და ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ზეგნის სატყეოს კვარტალ ,,ჩაოში“ - 262,8 კვ.მ ფართობების შეღობვა ეკლიანი მავთულით, გაწმენდა/მოხვნა და შემდეგი 3 (სამი) წლის განმავლობაში მოვლა/დაცვა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები