დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2162 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018097 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2162
2014 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, „აჭარის სანაპირო ზოლის დროებითი ნაპირსამაგრი ღონისძიების“ ქვეპროგრამის ფარგლებში სანაპირო ზოლის (ბათუმი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია) გასამაგრებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით, აჭარის ა/რ -ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯინისწყალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) მ3 სასარგებლო წიაღისეული (ქვიშა-ხრეში), შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 217286 | 4609871 |
| 2 | 217368 | 4610035 |
| 3 | 217527 | 4610008 |
| 4 | 217542 | 4609961 |
| 5 | 217826 | 4609869 |
| 6 | 217806 | 4609822 |
| 7 | 217718 | 4609792 |
| 8 | 217656 | 4609782 |
| 9 | 217619 | 4609789 |
| 10 | 217574 | 4609823 |
| 11 | 217427 | 4609869 |
| S = 6,60 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2. აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 15 652 (თხუთმეტი ათას ექვსას ორმოცდათორმეტი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამ ხედველობის დეპარტამენტი).
4 . აჭარის ა/რ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები