გურიის რეგიონში „ნატანები 1“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის შესახებ

გურიის რეგიონში „ნატანები 1“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018094
2159
03/12/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
000000000.00.003.018094
გურიის რეგიონში „ნატანები 1“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2159

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

გურიის რეგიონში „ნატანები 1“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლო­ბის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად გურიის რეგიონში „ნატანები 1“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლო­ბის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოვლინდეს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპო­რაცია“.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ინტე­რეს­თა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ურთიერთგა­გების მემორანდუმის პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა.

პრემიერ-მინისტრი                                                                    ი . ღარიბაშვილი