საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018092
  • Word
2157
03/12/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
000000000.00.003.018092
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2157

2014 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე

 „ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ამავე დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში - კომისია) 201 4 წლის 29 ნოემბრის №5 სხდომის ოქმის გათვალისწინებით:

1. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს:

ა) ქალაქ ბათუმში, გრიშაშვილის ქ. №5-ში მდებარე აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, გამოეყოს დაფინანსება, რომლის მოცულობა განისაზღვრება 2015 წელს რეალურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს - 665 119.46 ლარისა (სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი სავარუდო ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ოდენობა);

ბ) ქალაქ ბათუმში, გრიშაშვილის ქ. №5-ში მდებარე შენობის რეაბილიტაციისათვის 2014 წელს გადაერიცხოს 665 119.46 ლარის არაუმეტს 80%-ისა, რაც შეადგენს - 532 095.57 ლარს;

გ) მიეცეს რეკომენდაცია, რომ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯვის საკითხი შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში - სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:

ა) ეთხოვოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებს , უზრუნველყონ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამული კოდიდან: 32 04 02 05 („მეცნიერების აღდგენა და განვითარება“)  შესაბამისი ასიგნებების გადატანა პროგრამულ კოდში - 32 05 02 („საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“);

ბ) დაევალოს სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, კომისიის 201 4 წლის 29 ნოემბრის №5 სხდომის ოქმით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტთან.

3. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს:

ა) 2014 წლის 31 დეკემბრამდე გადაერიცხოს  1 633 430 ლარი;

ბ) მიეცეს რეკომენდაცია, რომ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯვის საკითხი შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან.

4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით:

ა) ეთხოვოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებს , უზრუნველყონ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამული კოდიდან: 32 04 02 05 („მეცნიერების აღდგენა და განვითარება“) შესაბამისი ასიგნებების გადატანა პროგრამულ კოდში - 32 05 02 („საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“);

ბ) დაევალოს სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, კომისიის 201 4 წლის 29 ნოემბრის №5 სხდომის ოქმით  გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შორის 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებულ №01/162-87 ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების ასახვა.

5. სსიპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს:

ა) სსიპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს  შორის 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული №01/162-90 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავეჯის შესყიდვისათვის  ავანსის სახით, გადაერიცხოს 457 995 ლარი;

ბ) მიეცეს თანხმობა ქ. თბილისში, გურამიშვილის ქ. №17-ში მდებარე შენობის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში მიღებული ეკონომია - 935 168.93 ლარი მიმართოს ბიოსისტემების ინჟინერინგის ახლად შექმნილი ფაკულტეტისათვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად;

გ) სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული №01/162-89 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1 754 928.17 ლარი, ავანსის სახით , ჩაერიცხოს 2014 წლის 31 დეკემბრამდე;

დ) ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის და ბირთვული ინჟინერიის ცენტრის განთავსების მიზნით, ქ. თბილისში, გ. ფერაძის ქუჩა №4-ში არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოეყოს დაფინანსება, რომლის მოცულობა განისაზღვრება 2015 წელს რეალურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს - 3 625 951.98 ლარისა (სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად). სსიპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ქ. თბილისში, გ. ფერაძის ქუჩა №4-ში არსებული შენობის რეაბილიტაციისათვის 2014 წელს გადაერიცხოს 3 625 951.98 ლარის არა უმეტს 80%-ისა, რაც შეადგენს - 2 900 761.58 ლარს;

ე) მიეცეს რეკომენდაცია, რომ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯვის საკითხი შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან.

6. ამ განკარგულების მე-5 პუნქტის შესრულების მიზნით:

ა) ეთხოვოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებს , უზრუნველყონ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული:

ა.ა) პროგრამული კოდიდან: 32 04 02 05 („მეცნიერების აღდგენა და განვითარება“)  შესაბამისი ასიგნებების გადატანა პროგრამულ კოდში - 32 05 02 („საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“), ამ განკარგულების მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ა.ბ) პროგრამული კოდიდან: 32 04 02 05 („მეცნიერების აღდგენა და განვითარება“), პროგრამული კოდიდან: 32 01 03 („განათლების ხარისხის განვითარება და მართვა“), პროგრამული კოდიდან: 32 02 02 02 („სსიპ -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამები“), პროგრამული კოდიდან: 32 04 01 02 („სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროგრამები“) შესაბამისი ასიგნებების გადატანა პროგრამულ კოდში - 32 05 02 („საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“), ამ განკარგულების მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ბ) დაევალოს სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, კომისიის 201 4 წლის 29 ნოემბრის №5 სხდომის ოქმით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით:

ბ.ა) სსიპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შორის:

ბ.ა.ა) 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებულ №01/162-89 ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების ასახვა ამ განკარგულების მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ.ა.ბ) 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებულ №01/162-90 ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების ასახვა ამ განკარგულების მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ბ.ბ) ხელშეკრულების გაფორმება სსიპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ამ განკარგულების მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

7. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს:

 ა) ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და ელ. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისათვის გამოეყოს დაფინანსება, რომლის საბოლოო მოცულობა განისაზღვრება 2015 წელს რეალურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს:

ა.ა) 1 766 536.00 ლარისა (სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი სამუშაოების დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების სავარაუდო ღირებულებების შესაბამისად) - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შემთხვევაში;

ა.ბ) 680 410.46 ლარისა (სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილი სამუშაოების დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების სავარაუდო ღირებულებების შესაბამისად) - ელ. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის შემთხვევაში;

ბ) რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისათვის 2014 წელს გადაერიცხოს:

ბ.ა) 1 766 536.00 ლარის არა უმეტს 80%-ისა, რაც შეადგენს - 1 413 228.80 ლარს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შემთხვევაში;

ბ.ბ) 680 410.46 ლარის არა უმეტს 80%-ისა, რაც შეადგენს - 544 328.37 ლარს, ელ. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის შემთხვევაში;

გ) მიეცეს რეკომენდაცია, რომ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯვის საკითხი შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან.

8. ამ განკარგულების მე-7 პუნქტის შესრულების მიზნით:

ა) ეთხოვოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებს, უზრუნველყონ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამული კოდიდან: 32 04 02 05 („მეცნიერების აღდგენა და განვითარება“) შესაბამისი ასიგნებების გადატანა პროგრამულ კოდში - 32 05 02 („საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“);

ბ) დაევალოს სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, კომისიის 201 4 წლის 29 ნოემბრის №5 სხდომის ოქმით გათვალისწინებული რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

პრემიერ-მინისტრი                                         ი . ღარიბაშვილი