ხონის მუნიციპალიტეტის ანგარიში

  • Word
ხონის მუნიციპალიტეტის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 170
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
170
12/12/2014
ვებგვერდი, 16/12/2014
ხონის მუნიციპალიტეტის ანგარიში
ხონის მუნიციპალიტეტი

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დებულებების შესრულების თაობაზე

 2014 წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 18 განცხადება შემოვიდა. აქედან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

საკრებულოს არ მიუღია არც ერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ყველა ინფორმაცია გაიცა კანონით დადგენილ ვადებში. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა საკრებულოში არ შემოსულა.

2014 წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაუწევია.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ. გადაწყვეტილების შესრულება დაევალა საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს - საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს აკაკი ქვათელაძეს

2014 წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

2014 წლის მანძილზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ განხორციელებულა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ფაქტი.

საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

საკრებულოს თავმჯდომარე: ვალერიან ბახტაძე