დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.145.016087 |
35
15/12/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
010250000.35.145.016087
„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიღვის მუნიციპალიტეტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის N19 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 27/12/2013; 010250000.35.145.016052) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ამ დადგენილების მე-10 დანართით დამტკიცებული „დევნილთა ოჯახების დახმარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს სოციალურ დახმარებას მატერიალური ფორმით, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სურსათის შესყიდვას, დასახლებებამდე ტრანსპორტირებას და ოჯახებზე განაწილებას.“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული N10 დანართი ჩამოყალიბდეს ახალი N10 დანართით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №10
|
დევნილთა ოჯახების დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 01 12) |
მუხლი 1.
პროგრამის მიზანი |
პროგრამის მიზანია დევნილთა ოჯახების დახმარება სურსათით. |
მუხლი 2.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები |
დევნილთა ოჯახებს სურსათის პაკეტით (თითოეულ პაკეტში შევა: შაქარი 3 კგ; შესქელებული რძე 380 გრამიანი 3 ცალი; ბრინჯი 0,8 კგ 3 ცალი; ზეთი 1,8 ლიტრი; ფქვილი 3 კგ) დახმარება გაეწევათ ერთჯერადად ადგილზე მიტანით. |
მუხლი 3.
პროგრამის ბიუჯეტი |
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 25.0 ათასი ლარის ოდენობით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები