საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის 2014 წლის ანგარიში

  • Word
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის 2014 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2014
ვებგვერდი, 16/12/2014
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის 2014 წლის ანგარიში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის ანგარიში

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2014 წელს სულ შემოსულია 154 განცხადება, მათ შორის:

1. საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 145 შემთხვევაში;
2.
ერთ შემთხვევაში განმცხადებელს განუცხადდა უარი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მოთხოვნის გამო, განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, შეიცავდა სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს და სახეზე არ იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მათი გაცემის არცერთი საფუძველი. გადაწყვეტილება უარის შესახებ მიიღო საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელმა პირმა გიორგი მიჩიტაშვილმა.
3.
ოთხ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხი მომზადების პროცესშია.
4. 2014 წლის განმავლობაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა 4 შემთხვევაზე. საჩივარი ეხებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების დარღვევას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და შესაბამისად ამ ეტაპზე არ დამდგარა პასუხისმგებელი პირების მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხი.

 

მინიტრის მოადგილე:    გიორგი ბაქრაძე