საქართველოს რეგლამენტი „საქართველოს რეგლამენტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
საქართველოს რეგლამენტი „საქართველოს რეგლამენტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2957
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 08/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.002.230
  • Word
2957
28/04/2006
სსმ, 12, 08/05/2006
010.190.030.06.001.002.230
საქართველოს რეგლამენტი „საქართველოს რეგლამენტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. 67-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41– 49 პუნქტები:

„41. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის (გადაწყვეტილების) განხილვა იწყება კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ არჩეული მომხსენებლის გამოსვლით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა 30 წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით).

42. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ განსახილველ საკითხზე შეკითხვით მიმართონ მომხსენებელს. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. პარლამენტის წევრს უფლება აქვს შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს ცალ-ცალკე.

43. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ დროებითი საგამოძიებო კომისიის განსხვავებული აზრის მქონე წევრთა სახელით სიტყვით გამოდის კომისიის ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს. მისი სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. კომისიის წევრის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ განსახილველ საკითხზე შეკითხვით მიმართონ გამომსვლელს. თითოეული შეკითხვის ავტორს შეუძლია გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 3 წუთით. შეკითხვების დასრულების შემდეგ კომისიის წევრი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს ცალ-ცალკე.

44. ამ მუხლის 43 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ცალკეული პარლამენტის წევრები. თითოეული მათგანის სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. ამისათვის პარლამენტის წევრები მომხსენებლის მოხსენების დამთავრებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ამ პარლამენტის წევრთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. ამასთანავე, პარლამენტის წევრი გამომსვლელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში, უფლება არა აქვს მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო დაუთმოს სხვა პარლამენტის წევრს.

45. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენლები ამავე თანამიმდევრობით და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის წარმომადგენლის გამოსვლისა – 15 წუთს.

46. მომხსენებელი, დროებითი საგამოძიებო კომისიის განსხვავებული მოსაზრების მქონე წევრი, ცალკეული პარლამენტის წევრი, ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენელი სიტყვას წარმოთქვამს სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განლაგებული ტრიბუნიდან.

47. ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.

48. მომხსენებლის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე დასრულებულად მიიჩნევს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის (გადაწყვეტილების) განხილვას.

49. კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი იღებს დადგენილებას დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის (გადაწყვეტილების) თაობაზე. დადგენილების პროექტი განიხილება ამ რეგლამენტის 163-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული წესით.“.

2. 83-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დროებითი კომისიის დასკვნა (გადაწყვეტილება) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ რეგლამენტის 67-ე მუხლის 41– 49 პუნქტებით დადგენილი წესით.“.

3. 120-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის ბიუროს სხდომები სასესიო პერიოდში იმართება ყოველ ორშაბათს, 15 საათზე, ხოლო არასასესიო პერიოდში – საჭიროებისამებრ.“.

4. 144-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი, რომლის თავფურცელი ვიზირებულია კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის), კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) და იურიდიული დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) მიერ, დგება კენჭისყრაზე საბოლოო რედაქციით მისაღებად;“.

5. 156-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის ინიციატივით შემოტანილ კანონპროექტზე შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის საპარლამენტო მდივანი მომხსენებლად (თანამომხსენებლად) გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის ან მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ იქნება მომხსენებლად (თანამომხსენებლად) დანიშნული სხვა უფლებამოსილი წარმომადგენელი. ფრაქციის ან კომიტეტის მიერ შემოტანილ კანონპროექტზე მომხსენებლად გამოდის შესაბამისად ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ან ფრაქციის ან კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, პარლამენტის წევრის მიერ შემოტანილ კანონპროექტზე – ინიციატორი პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ შემოტანილ კანონპროექტებზე – მათ მიერ დანიშნული შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი. 30 000 ამომრჩევლის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად გამოდის საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული წარმომადგენელი, ხოლო თანამომხსენებლად – შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი. საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის ინიციატივით შემოტანილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი. პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან ფრაქციის მიერ შემოტანილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.“.

6. 159-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მესამე მოსმენით კენჭისყრის წინ სავალდებულოა კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარიგება მესამე მოსმენისას გამოთქმული, გათვალისწინებული შენიშვნების ასახვით. აღნიშნული ვარიანტის თავფურცელი ვიზირებული უნდა იყოს კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის), კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის, ასევე პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) და იურიდიული დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) მიერ.“.

7. 160-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დაჩქარებული წესით კანონპროექტის მიღებისას კენჭისყრა შესაძლებელია ჩატარდეს მისი შესაბამისი მოსმენით განხილვის დამთავრების შემდეგ, იმავე დღეს. ამასთანავე, პარლამენტი კანონპროექტს მესამე მოსმენით კენჭს უყრის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება მისი საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი. აღნიშნული ვარიანტის თავფურცელი ვიზირებული უნდა იყოს კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის), კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის, ასევე პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) და იურიდიული დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) მიერ.“.

8. 167-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში (ამ ვადაში არ ითვლება დასვენების (უქმე) დღე), კანონპროექტის ინიციატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის), კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) და იურიდიული დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) მიერ ვიზირებისა და პლენარული სხდომის თავმჯდომარის მიერ მიმართვაზე ხელის მოწერის შემდეგ გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.“.

9. 237-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

    მუხლი 2.

  ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2006 წლის 28 აპრილი.

№2957_ Iს