„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს № 27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016200
55
15/12/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
190020020.35.158.016200
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს № 27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №55

2014 წლის 15 დეკემბერი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის  დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №27 დადგენილებით (ვებგვერდი 14/08/2014წ. სარეგისტრაციო კოდი190020020.35.158.016172) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

მუხლი 1
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარებისათვის დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-10 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციარებისათვის დახმარება გაიცემა პირად საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი