„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 680
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 11/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018299
680
12/12/2014
ვებგვერდი, 15/12/2014
010220020.10.003.018299
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №680

2014 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქ­ტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16.06.2011, 010220020.10.003.016396) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“;

 

  ბ) პირველი მუხლის პირველი და  მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა  და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს ფინანსთა მინის­ტრი;

კომისიის წევრი    

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინის­ტრი;  

კომისიის წევრი    

საქართველოს სოფლის მეურნეო­ბის მინისტრი;

კომისიის წევრი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;  

კომისიის წევრი    

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;  

კომისიის წევრი  

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;  

კომისიის წევრი  

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

კომისიის წევრი    

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

კომისიის წევრი    

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი;

კომისიის წევრი         

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს   სახა­ზინო სამსახურის უფროსი;  

კომისიის წევრი  

 

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახა­ზინო სამსახურის უფროსის მოადგილე;  

კომისიის წევრი

 

სსიპ – კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე;

კომისიის წევრი

 

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;

კომისიის წევრი

-

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

 

2. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის თანდართული დებულება.“.

 

2. დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის დებულების:

 

ა) სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის  დებულება;

 

ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 კომისია არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია).“;

 

გ) მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილებები

1. კომისია უფლებამოსილია, განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება:

 ა) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ;

ბ) საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის  მიზანშეწონილობის შესახებ;

გ) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ, საწარმოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

დ) უიმედო სესხად აღიარებული სასესხო დავალიანების ჩამოწერის შესახებ;

ე) ცალკეული სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობით ან სრულად პატიების შესახებ;

ვ) ცალკეული სასესხო დავალიანების დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ.

2. კომისია  უფლებამოსილია, განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება:

ა)  რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების გრაფიკით დარჩენილ გადასახდელ თანხაზე დასარიცხი სარგებლის ოდენობის თაობაზე, რომელიც განისაზღვრება  არანაკლებ წლიური 6%-ის ოდენობით;

ბ) სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დროს  გადასახდელი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე;

გ) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად  გაფორმებულ  გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ;

დ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან  დადებული ხელშეკრულების თანახმად  გაფორმებულ  გრაფიკში სათანადო ცვლილების შეტანის შესახებ (თუ საწარმომ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში წინასწარ (ვადამდე) დაფარა რესტრუქტურიზებული თანხის ნაწილი ამ პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად), მათ შორის, სარგებლის თანხის შემცირების თაობაზე;

ე) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით,  ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის შესახებ (თუ საწარმომ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში წინასწარ (ვადამდე) სრულად დაფარა რესტრუქტურიზებული თანხა ამ პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად);

ვ) ცალკეული სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების თაობაზე;

ზ) ცალკეული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების ოდენობის დაზუსტების შესახებ, ამ დავალიანების საწარმოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის გათვალისწინებით.

3. კომისია უფლებამოსილია, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების  ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული  პირობების  შესრულების  მდგომარეობის  შესახებ.“.

 

დ) მე-3 მუხლის:

დ.ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. კომისიის სხდომის მომზადებას, გამართვას, საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების და კომისიის მიერ საკითხზე არსებითი გადაწყვეტილების თაობაზე სსიპ - შემოსავლების სამსახურის, საწარმოს ან სესხის გამცემისათვის ინფორმაციის მიწოდებას,  სხვა ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას და კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) სახელმწიფო სესხების და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).“;

 

დ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სავარაუდო დღის წესრიგში შესაძლებელია, განხორციელდეს ცვლილება, რაც გულისხმობს საკითხის განსახილველად დამატებას, განსახილველი საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას და/ან გადადებას კომისიის სხვა სხდომაზე განსახილველად. საკითხის განხილვა შეიძლება გადაიდოს იმ შემთხვევაშიც, თუ განხილვის პროცესში გაირკვა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა.“;

 

ე)  მე-4 მუხლის:

ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის განხილვის მიზნით წარსადგენი დოკუმენტები“;

ე.ბ) პირველი  და  მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის შესასწავლად, საწარმომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 ა) საწარმოს ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა;

 ბ) პარტნიორთა/აქციონერთა კრების, უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ;

 გ) ვადაგადაცილებული საგადასახადო  დავალიანების  ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის განხორციელების თაობაზე იმ კრედიტორთა თანხმობა, რომელთა მოთხოვნა შეადგენს კრედიტორთა (სახელმწიფოს გარდა) მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე მეტს;

დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან/და  თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობა შესაბამისი ბიუჯეტის მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ. თუ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის ბიუჯეტ(ებ)ის მიმართ საწარმოზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება არ აღემატება ამ ბიუჯეტ(ებ)ის საკუთარი შემოსულობების 5 პროცენტს, აღნიშნულ თანხმობას გასცემს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო, ავტონომიური რესპუბლიკის  შემთხვევაში კი – ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;

  ე) ვადაგადაცილებული საგადასახადო  დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის გეგმა;

 ვ) წინადადებები ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების გაყინვის ან/და გადავადების პირობებისა და ვადების შესახებ;

ზ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს/ორგანოების მიერ გაცემული ინფორმაცია ან შედარების აქტი საგადასახადო დავალიანების (გადასახადების ცალკეული სახეების, ჯარიმებისა და საურავების მიხედვით) შესახებ;

 თ) დებიტორებისა და კრედიტორების სია (თანხების მითითებით), დამოწმებული საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ;

 ი) უძრავი ქონების ჩამონათვალი და ამ ქონების ღირებულების შესახებ აუდიტორული დასკვნა;

 კ) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებული გასული და მიმდინარე წლის (შესაბამისი პერიოდის) საბუღალტრო ბალანსები;

 ლ) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებული დოკუმენტი გადახდისუუნარობის განმაპირობებელი მიზეზების აღწერის შესახებ.

 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას.“;

 

ვ)   მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-6 მუხლის:

ზ.ა)  პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ:

დ.ა)  სასესხო დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად  გატარებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები;

დ.ბ) საწარმო ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ლიკვიდირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ.გ) სამეურვეო ქონება გაიყიდა ერთიანი ქონებრივი კომპლექსის  სახით  და  საწარმო ახალ შემძენზე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, გადავიდა   დაუტვირთავი  და ვალებისაგან თავისუფალი;

დ.დ) სასესხო დავალიანების მქონე საწარმოს გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან/და რეაბილიტაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას,  კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ არ იქნა აღიარებული და სასესხო დავალიანება არ აისახა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში;

 დ.ე) დავალიანების დაფარვა შეუძლებელია საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე;

დ.ვ)  სესხთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.“;

 

ზ.ბ)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ, დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას.“;

 

თ)  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. ვადაგადაცილებული საგადასახადო  დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად  გაფორმებულ გრაფიკში ცვლილების მოთხოვნისას წარსადგენი დოკუმენტები

1. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ გრაფიკში ცვლილების მოთხოვნისას, მიმართვის წერილთან ერთად, საწარმომ  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს:

ა) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე მოქმედი ხელშეკრულებისა და მის თანახმად გაფორმებული გრაფიკის ასლები;

ბ) არსებული გრაფიკის მიხედვით გადახდის განუხორციელებლობის განმაპირობებელი მიზეზების აღწერა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საწარმომ ვადაგადაცილებული საგადასახადო  დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში წინასწარ (ვადამდე) დაფარა რესტრუქტურიზებული თანხის ნაწილი შესაბამისი პერიოდისათვის დარიცხულ  სარგებელთან ერთად);

გ) წინადადებები არსებულ  გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი  პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის  მიღების შემდეგ, დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას.“;

 

ი) მე-8 მუხლის:

ი.ა)  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით:

„ბ) საგარეო საკრედიტო რესურსებიდან გაცემულ სესხებთან დაკავშირებული –  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტს.“;

 

ი.ბ)   მე-7  პუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ) მე-9 მუხლის:

კ.ა)   პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ზოგად მითითებას, რამდენად შეესაბამება საწარმოს მიერ  წარდგენილი დოკუმენტები მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ჩამონათვალს;“;

 

კ.ბ)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) საწარმოს შესახებ ზოგად მონაცემებს;

ბ) საწარმოს მოთხოვნას (წინადადებებს) სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობების შესახებ;

გ) მონაცემებს სასესხო დავალიანების ოდენობისა და სტრუქტურის შესახებ;

დ) ზოგად მითითებას, რამდენად შეესაბამება საწარმოს მიერ  წარდგენილი დოკუმენტები მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩამონათვალს;

ე) სესხის გაცემასთან, სარგებლობასა და დაბრუნებასთან დაკავშირებულ ზოგად ინფორმაციას;

ვ) საწარმოს მიერ წარდგენილი საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობისა და გადახდისუუნარობის განმაპირობებელი მიზეზების აღწერას;

ზ) იმ ღონისძიებების აღწერას, რომელთა განხორციელებას გეგმავს საწარმო რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების დაფარვისა და საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, ასევე, საწარმოს პროგნოზს მოსალოდნელი შედეგების შესახებ.“;

 

კ.გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ.დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან  დადებული  ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ გრაფიკში სათანადო  ცვლილების შესატანად, კომისიისათვის წარსადგენი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) საწარმოს დასახელებას;

ბ) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საფუძველს;

გ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღს, რესტრუქტურიზებული დავალიანების ოდენობას და რესტრუქტურიზაციის პირობებს;

დ) მონაცემებს ვალდებულების უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადახდის ვალდებულების შესასრულებლად საწარმოს მიერ განხორციელებულ გადახდებს;

ვ) არსებული ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით გადახდის განუხორციელებლობის მიზეზებს და საწარმოს მიერ წარდგენილ წინადადებებს ხელშეკრულების გრაფიკში ცვლილების შეტანის თაობაზე.“;

 

ლ) მე-10 მუხლის:

ლ.ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის სხდომაზე საკითხები განსახილველად გამოაქვს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ორგანოს.

2. თუ განსახილველად წარდგენილი დოკუმენტების შინაარსობრივი მხარე არ იძლევა საკმარის საფუძველს გადაწყვეტილების მისაღებად, კომისია უფლებამოსილია, გადადოს საკითხის განხილვა და დაავალოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ორგანოს საკითხის დამატებით შესწავლა (მათ შორის, დაინტერესებული მხარის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით) და განუსაზღვროს ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე მეტი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩერდება  ამ  მუხლის  მე-3 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული ვადის დინება.

3. კომისია:

ა) პერიოდულად განიხილავს საკითხს  რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოების მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით  ნაკისრ  ვალდებულებათა  შესრულების  შესახებ;

ბ) ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით ერთ-ერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, დანარჩენი დოკუმენტების) მიღების შემდეგ, ორი თვის ვადაში, იღებს  გადაწყვეტილებას  ამ დებულების  მე-2 მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტებით  გათვალისწინებული  საკითხების თაობაზე.“;

 

ლ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისიის მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო  დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან  დადებული  ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ გრაფიკში სათანადო ცვლილების შეტანის, ასევე, სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის, ცალკეული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების ოდენობის დაზუსტების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომისიის სხდომის გამართვიდან ერთი თვის ვადაში:

ა) საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აისახება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები, ვადები და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, დგება რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების  დაფარვის გრაფიკი;

ბ) კომისიის გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად, დგება შესაბამისი რესტრუქტურიზებული დავალიანების დაფარვის ახალი გრაფიკი;

გ) შესაბამის მხარეებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება სასესხო დავალიანების  მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და  დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის  შესახებ.“;

 

ლ.გ)  მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ლ.დ)  მე-7 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, საწარმოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან  დადებული  ხელშეკრულების  თანახმად  გაფორმებულ გრაფიკში სათანადო ცვლილების შეტანის, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის თაობაზე კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ოქმის ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, შესაბამისი დასკვნა ეგზავნება საწარმოს. დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებს ან/და შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს უარი ეთქვა დასმულ საკითხზე.“.

 

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს  2014  წლის  11 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი