„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული განვითარების სამინისტროს შორის ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 679
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.018298
679
12/12/2014
ვებგვერდი, 15/12/2014
480140000.10.003.018298
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული განვითარების სამინისტროს შორის ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №679

2014 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული განვითარების სამინისტროს შორის ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2014 წლის 7 ნოემბერს ხელმოწერილი „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული განვითარების სამინისტროს შორის ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი.
მუხლი 2
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს უნგრეთის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი