ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 30/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.114.016239
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
58
15/12/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
190040000.35.114.016239
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/12/2014 - 25/04/2018)

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58

2014 წლის 15 დეკემბერი

დ. ჩოხატაური

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე–16 მუხლის მე–3 პუნქტის, ,,ნორმატიული   აქტების   შესახებ”   საქართველოს   კანონის    მე-20   მუხლისა  და საქართველოს მთავრობის  2014    წლის    15    ივლისის    №449-ე    დადგენილების     შესაბამისად,     ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა   და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი”  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილევლადიმერ სიხარულიძე



დანრთი
ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი

.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
 ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოსა და გამგეობის  თანამდებობის  პირთა  და  მოსამსახურეთა  პრემიების ოდენობის    განსაზღვრისა    და    გაცემის    წესი    (შემდგომში    – წესი) განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის   თანამდებობის  პირების და სხვა მოსამსახურეთა  პრემიის  გაცემის წესს,  პირობებს და მის ოდენობას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
პრემია – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა დაკისრებული  უფლებამოსილებების   ზედმიწევნით  და  სანიმუშოდ  შესრულებისათვის,  ხანგრძლივი  და კეთილსინდისიერი  სამსახურისათვის,  ან/და  განსაკუთრებული  სირთულის  ან  მნიშვნელობის  დავალების შესრულებისათვის.

მუხლი 3. პრემიის  გაცემის საფუძველი და მიზნები
1.  პრემია  გაიცემა  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა  მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო   დაწესებულებაში    სამუშაოს   შეფასების   სისტემის   არსებობის   შემთხვევაში)   ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება  პირის  თანამდებობრივ  სარგოსთან,  ინფორმაცია  მიმდინარე  წლის   განმავლობაში  აღნიშნულ პირზე  გაცემული პრემიის შესახებ.

2.  პრემიის  მიზნებია,  საჯარო  დაწესებულებაში  დასაქმებულ  პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე,  დასაქმების   ბაზარზე  არსებული  კონკურენციის  გათვალისწინებით,  საჯარო  დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.


მუხლი 4. პრემიის გაცემის  წესი, მიზანი და პერიოდულობა
1. ერთდროულად გაცემული პრემიის  ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

2.  პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს 6 თვეში ერთხელ.

3. საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ.


მუხლი 5. პრემიის გაცემის უფლებამოსილება
 1.    ჩოხატაურის    მუნიციპალიტეტის    წარმომადგენლობითი    ორგანოს    ხელმძღვანელი    პირის     – საკრებულოს     თავმჯდომარის,     საკრებულოს     თავმჯდომარის     მოადგილის,      საკრებულოს     კომისიის თავმჯდომარის,   საკრებულოს  ფრაქციის  თავმჯდომარის   და საკრებულოს   აპარატის   უფროსის    მიმართ   პრემიის   გაცემის   თაობაზე   გადაწყვეტილებას   იღებს ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  თავმჯდომარე  საკუთარი   დისკრეციული  უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას);

2.  გადაწყვეტილებას  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატში  დასაქმებულ  მოსამსახურეებზე   პრემიის  გაცემის  შესახებ  იღებს  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს    თავმჯდომარე,    შესაბამისი    ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ    სამართლებრივი    აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიციირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის  უფროსი;

3.  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიმართ პრემიის   გაცემის   თაობაზე   გადაწყვეტილებას   იღებს ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი დისკრეციული  უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას);

4. გადაწყვეტილებას ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე   პრემიის  გაცემის  შესახებ  იღებს  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის გამგებელი  შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ  სამართლებრივი  აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

5.   პრემიის   გაცემის   თაობაზე   შესაბამისი   სამართლებრივი   აქტის   საფუძველზე   თანხის   გადარიცხვას ახორციელებს  მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური.