დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 158 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.038.016412 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N90 ბრძანებით (სსმ, 010320020.22.038.016119, 21.06.2012) დამტკიცებულ შინაგანაწესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ” ქვეპუნქტი: „თ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესები.“. ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურში გამოცხადდეს დახეული ან/და ღია ფერის შარვლით, ზომაზე მეტად მოკლე (მინიმალური სიგრძე 3-4 სანტიმეტრი მუხლის თავიდან) ქვედაბოლოთი ან/და კაბით, მკვეთრი ფერის სამოსით, ღრმა დეკოლტირებული ან/და გამჭვირვალე პერანგით, ღია ფერის სპორტული ფეხსაცმლითა და წვრილი ზონარის მქონე მკლავის კოფთით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები