სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდოს საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდოს საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდოს საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2014
ვებგვერდი, 15/12/2014
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდოს საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდოს საჯარო სკოლა

 

 

სსიპ -სოფელი ხანდოს საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში

 

              წარმოგიდგენთ საქართველოს წალკის მუნიციპალიტეტის სსიპ  - სოფელი ხანდოს საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2014 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:       

სსიპ -ხანდოს საჯარო სკოლის 2014 წლის 01 დეკემბერი №1/კ 37 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე  პასუხისმგებელ პირად დადგინდა  სსიპ სოფელი ხანდოს საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი გია ვანაძე.

ა) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 3(სამი) განცხადება,  საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის ხანდოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

ბ) დაკმაყოფილდა 3 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

დ) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და  გაცემასთან,  სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სკოლას არ ჰქონია.  

 

 

სსიპ - ხანდოს  საჯარო

სკოლის  დირექტორის მ/შ                                               /ოთარ ვანაძე/