„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51964
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 15/12/2014
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 15/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016304
  • Word
51964
15/12/2014
ვებგვერდი, 16/12/2014
000000000.00.00.016304
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის

ბრძანება №51964

2014 წლის 1 5 დეკემბერი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ და „უ“ ქვეპუნქტებ ის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის N34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ (დანართი 1):

ა) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი და დაიცვას სისუფთავე.“

ბ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) სამსახურის შენობაში თამბაქოს მოწევა, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა (კიბის უჯრედისა).“

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 09.00 საათიდან - 18.00 საათამდე, გარდა ამ მუხლის 11 - მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

დ) მე-9 მუხლს დაემოტოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იმ თანამშრომლებს, რომელთაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, სამსახურის უფროსის სახელზე წერილობითი განცხადების საფუძველზე, სამუშაო დღის ხანგრძლივობა განესაზღვრებათ 09.30 საათიდან - 18.00 საათამდე.“

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე .

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                           გ.თაბუაშვილი