ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის ანგარიში

  • Word
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2014
ვებგვერდი, 15/12/2014
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის ანგარიში
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი

ქალაქ  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის

ა ნ გ ა რ ი შ ი

 

„ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესრულების თაობაზე

 

2014 წლის 10 დეკემბრის მონაცემებით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიღებული იქნა 128 წერილი, მათ შორის 96 მომართვა და 32 განცხადება.  სრულყოფილი პასუხი გაეცა 121 განაცხადს, ხოლო  დანარჩენი 7  დამუშავების პროცესშია.

მოთხოვნილი დოკუმენტების მოცულობის გათვალისწინებით, განმცხადებლებს გაეგზავნათ შეტყობინება საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის  შესაბამისად.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის  მერიაში არ მიღებულა, ასევე, არ დაფიქსირებულა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის ფაქტი.

საჯარო მოსამსახურეების მიერ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 

ქალაქ  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი                              შ. მურღულია