დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 45/2014 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
მიღების თარიღი | 12/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240020.15.008.016162 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 17/07/2013, 010240020.15.008.016094) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი 1-ის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ცესკოს ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „საჯარო ინფორმაცია”, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. 3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტებისაგან განახლებული ინფორმაციის მიღებას და ვებგვერდზე მის განთავსებას.”; 2. დანართი 1-ის მე-5 მუხლის (საორგანიზაციო დეპარტამენტი): 2.1 „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას, მათი რეგისტრაციიდან/რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა;”; 2.2 „ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას - პერიოდულად, ცვლილებების შესაბამისად;”; 2.3 „ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს –არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში;”; 2.4 „ო” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ” და „ჟ” ქვეპუნქტები: „პ) საუბნო/საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – შესაბამისი კომისიებიდან მიღებისთანავე; ჟ) ინფორმაციას არჩევნების შედეგების შესახებ, თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით – არჩევნების საბოლოო შედეგის შეჯამებისთანავე.”. 3. დანართი 1-ის მე-5 მუხლის (ადმინისტრაციული დეპარტამენტი): 3.1 „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის შესახებ - დანიშვნიდან 5 კალენდარული დღის ვადაში;”; 3.2 „ზ”, „თ”, „ტ”, „უ”, „ღ ”, „ყ”, „შ”, „ჩ” და „ძ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 4. დანართი 2-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება, რომელიც დარეგისტრირდება ადამიანური რესურსებისა (კადრების) და საქმისწარმოების განყოფილებაში ან/და გააგზავნოს მოთხოვნა კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე ამ დადგენილების დანართი 1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განყოფილებაში მითითებულ ველებში შესაბამისი ინფორმაციის მითითებით (განცხადების შინაარსი, ელ. ფოსტის მისამართი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ორგანიზაციის დასახელება (იურიდიული პირის შემთხვევაში), მობილურის ნომერი).”; 5. დანართი 2-ის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადამიანური რესურსებისა (კადრების) და საქმისწარმოების განყოფილებაში შემოსული ელგანცხადება, კანცელარიის თანამშრომლის მიერ მიღებისთანავე გადაეგზავნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს (ცესკოს მდივანს) და შესაბამის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება. 2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, კომისიის მდივანი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ორგანული კანონითა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს ადამიანური რესურსებისა (კადრების) და საქმისწარმოების განყოფილების თანამშრომლის მიერ. ცესკოს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. 5. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება განცხადების ადამიანური რესურსებისა (კადრების) და საქმისწარმოების განყოფილების ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსვლისა და მისი კანცელარიაში რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან.”. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები