დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 678 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.018297 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №451 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017635) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესების:
1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს ტერიტორიაზე ნებადართულია იმ პესტიციდების და აგროქიმიკატების შემოტანა, შენახვა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია, რეკლამა და გამოყენება, რომლებიც რეგისტრირებულია და შეტანილია საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგში (შემდგომში - სახელმწიფო კატალოგი), საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად.“. 2. მე-2 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფერმერულ და ოჯახურ მეურნეობებში პესტიციდების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს ტარის ეტიკეტით, გამოყენების რეკომენდაციებით და „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბერის №427 დადგენილებით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამუშაო დღის ხანგრძლივობა საშიშროების I და II კლასის პესტიციდებთან, რომლებიც მიკუთვნებულია მძიმე და მავნე პირობებიან სამუშაოთა კატეგორიას, თანხმდება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. დამსაქმებელი ვალდებულია, გააცნოს საშიშროების I და II კლასის პესტიციდებთან მომუშავეს უსაფრთხოების წესები და უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. მფრინავთა ეკიპაჟის მუშაობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს სსიპ - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალური ინსტრუქციები.“; გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. პესტიციდებთან მუშაობის ადგილიდან 100 მ-მდე მოშორებით (ქარის მიმართულების საწინააღმდეგო მხრიდან) უნდა მოეწყოს მცირე მოედნები დასვენებისა და საკვების მისაღებად, უნდა მოხდეს მომარაგება სასმელი წყლით, თითოეული პირი აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებებით და პირველადი დახმარების მედიკამენტებით, რომლებიც კომპლექტდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი წესების თანახმად.“; დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. პესტიციდების გამოყენება ხდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების რეგლამენტების და ამ წესების შესაბამისად. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დოზირებას, სამუშაო ხსნარების ხარჯვის ნორმას და დამუშავებათა ჯერადობას. აკრძალულია ხარჯვის ნორმის და დამუშავების ჯერადობის გაზრდა იმასთან შედარებით, რაც სახელმწიფო კატალოგითაა განსაზღვრული.“; ე) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესახებ ფერმერები აკეთებენ ჩანაწერებს. ფერმერულ მეურნეობებში ეს ჩანაწერები წარმოადგენს საფუძველს სამუშაოთა ხარისხის შემოწმების, მაკონტროლებელი ორგანოების მიერ პროდუქციის ჰიგიენური შეფასების და საექსპორტოდ გასატანი, გასაყიდი ან მოსამარაგებლად მომზადებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი საბუთის შესადგენად, აგრეთვე, აუცილებელ პირობას პროდუქტებში და გარემოს ობიექტებში პესტიციდების დაშლის დინამიკის დასადგენად.“; ვ) 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „25. ფერმერული მეურნეობების ტერიტორიაზე განლაგებულ წყლის ობიექტებზე პესტიციდების უარყოფითი ზემოქმედების გამორიცხვის მიზნით, დაცული უნდა იყოს წყალსატევების (მათ შორის - თევზის მეურნეობის) დაცვის სანიტარიული ზონები. ასეთ ზონებში პესტიციდების გამოყენების შეზღუდვები განსაზღვრულია სახელმწიფო კატალოგით, აგრეთვე, კონკრეტული პრეპარატების გამოყენების რეკომენდაციებით.“. 3. მე-3 მუხლის: ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საწყობში პესტიციდების მოთავსება ხდება შტაბელებად, თაროებზე, პალეტებზე. პრეპარატების შენახვა ტომრებში, არანაკლებ 5 ლ ტევადობის კასრებში, მუყაოსა და პოლიმერულ კოლოფებში, ყუთებში. მინიმალური დაშორება კედელსა და ტვირთს შორის უნდა იყოს არანაკლებ 0,8 მ-ისა, ჭერსა და ტვირთს შორის – 1 მ-ისა, გამანათებელსა და ტვირთს შორის – 0,5 მ, იატაკსა და თაროს შორის – 0,8 მ.“; ბ) 31-ე და 32-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. თუ საწყობში აღირიცხება ვადაგადასული პესტიციდები, აგრეთვე, ისეთი პრეპარატები, რომლებსაც დარღვეული აქვს ტარის მთლიანობა, შეცვლილი აქვს გარეგნული ნიშნები (ჩასქელება, თხევადი პრეპარატის ნალექის წარმოქმნა, ფხვნილისებრ პრეპარატებში კოშტების წარმოქმნა), მათი გაცემა ხდება მხოლოდ ხარისხის ლაბორატორიული ანალიზისა და სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციის შემდეგ. 32. ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდი ექვემდებარება გაუვნებელყოფასა და განთავსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 4. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ტყის მასივების დამუშავებისას, უპირატესობა ეძლევა ბიოლოგიურ პესტიციდებს. აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება განსაზღვრული ვადით სოკოებისა და ველურად მოზარდი კენკროვნების შეგროვების აკრძალვის თაობაზე.“. 5. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პესტიციდების გამოყენება სათბურებში რეგულირდება სახელმწიფო კატალოგით, აგრეთვე, კონკრეტული პრეპარატების გამოყენების რეკომენდაციებით.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. სპეცტანსაცმელს უნდა დაემატოს აპკოვანი წინსაფარი და სამკლავურები, რეზინის ხელთათმანები ნაქსოვი სარჩულით და ჩექმები.“; გ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. კონტროლი მემცენარეობის პროდუქციაში პესტიციდების ნარჩენების შემცველობის დადგენაზე ტარდება სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 6. მე-8 მუხლის: ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ქაღალდის და ხის ტარა, ტომრები, რომლებშიც მოთავსებული იყო პესტიციდი, უნდა განადგურდეს, სანიტარიული და გარემოსდაცვითი წესების დაცვით. მეტალის ტარა გაუვნებელყოფის გარეშე, მაგრამ გარეთა მხრიდან გაწმენდილი და მჭიდროდ თავდახურული, ექვემდებარება ჩაბარებას ტოქსიკურ ნაგავსაყრელზე ან მწარმოებლისათვის დაბრუნებას.“; ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ტარის (მეტალის კასრები, კანისტრები, ბარაბნები) გაუვნებელყოფა, რომელიც დაბინძურებულია ფოსფორორგანული, დინიტროორთოკრეზოლური, ქლორორგანული და სხვა აკრძალული პრეპარატებით, ტარდება კაუსტიკური სოდის 5%-იანი ხსნარით (300-500 გ 10 ლ წყალზე). ტარას ავსებენ ამ ხსნარით და ტოვებენ 6-12 საათის განმავლობაში, შემდეგ მრავალჯერ ავლებენ წყალს. სოდის უქონლობის შემთხვევაში, გაუვნებელყოფა შეიძლება ნაცრით. ამისათვის ტარაში იყრება ხის ნაცარი და ასხამენ წყლის ისეთ რაოდენობას, რომ წარმოიქმნას ფაფისებური მასა. ამ მასას კარგად ანჯღრევენ ტარის კედლებიდან პრეპარატის სრულ მოცილებამდე და ტოვებენ 12-24 საათის განმავლობაში. შემდეგ შიგთავსს ღვრიან ორმოში და ტარას მრავალჯერ რეცხავენ წყლით, რომელსაც ასევე აქცევენ ორმოში. ტომრებს რეცხვის წინ ასველებენ 4-5 საათის განმავლობაში კალცინირებული სოდის ხსნარში (200 გრ. სოდა 10 ლ. წყალში). შემდეგ წურავენ და ხარშავენ საპონ-სოდოვან ხსნარში 30 წუთის განმავლობაში. ორმო, რომელშიც ისხმება ნარეცხი წყლები და გამოყენებული სარეცხი საშუალებები, უნდა იყოს ამოცემენტებული და გააჩნდეს ჰერმეტული სახურავი. ტარის გაუნებელყოფისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვა ალტერნატიული მეთოდი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ან/და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს. 12. აკრძალული ვერცხლისწყლის ორგანული პრეპარატების ტარა გაუვნებელყოფილი უნდა იყოს შემდეგი საშუალებებით: ქლორიანი კირის 20%-იანი ხსნარით, მარილმჟავით (5 მლ 1 ლ წყალში) შემჟავებული კალიუმის პერმანგანატის 0.2%-იანი ხსნარით, ქლორიანი კირის (1 კგ 4 ლ წყალში) ფაფით. ხსნარებით ავსებენ ტარას და ასე ტოვებენ 5-6 საათის განმავლობაში. შემდეგ ამუშავებენ კალიუმის პერმანგანატის 1%-იანი ხსნარით. ერთი დღე-ღამის შემდეგ ტარას რეცხავენ საპონ-სოდიანი თბილი წყლით (4%-იანი საპნის ხსნარი 5%-იანი კალცინირებული სოდის ხსნარში). აკრძალული ვერცხლისწყლის ორგანული პრეპარატების ტარის გაუვნებელყოფისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვა ალტერნატიული მეთოდი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ან/და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს.“; გ) მე-20 და 21-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. სპეცტანსაცმელი, რომელიც დაბინძურებულია აკრძალული ქლორორგანული პრეპარატებით, ხელით რეცხვის დროს უნდა ჩაილბოს კალცინირებული სოდის 0.5%-იან ხსნარში 6 საათის განმავლობაში, ამასთან, იგი კარგად უნდა აირიოს და გამოიცვალოს სოდის ხსნარი 3-ჯერ. მექანიკური რეცხვის დროს ჩალბობის ხანგრძლივობა 2 საათია. სარეცხად იყენებენ საპნიან-სოდიან ხსნარს, რომელსაც ასევე 3-ჯერ ცვლიან. 21. სპეცტანსაცმელი, რომელიც დაბინძურებულია აკრძალული ვერცხლისწყლის ორგანული პრეპარატებით, უნდა ჩაილბოს კალცინირებული სოდის 1%-იან ცხელ ხსნარში, 12 საათის განმავლობაში, შემდეგ 3-ჯერ 30-30 წუთის განმავლობაში ირეცხება სოდიან-საპნიან ხსნარში (4%-იან საპნის ხსნარს დამატებული 5%-იანი სოდის ხსნარი, რომელსაც ემატება ალკილსულფონატი).“. 7. მე-10 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. გამოუყენებელი მისატყუარები უნდა ჩაბარდეს საწყობში შესანახად. შემთხვევით გაფანტული მისატყუარი ან მისი ნარჩენები, რომლებიც შემდგომი გამოყენებისთვის უვარგისია, უნდა შეგროვდეს და დაიმარხოს სპეციალურ ორმოში.“. 8. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პესტიციდების გამოყენება ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში დაშვებულია მხოლოდ ქალაქის მწვანე ნარგაობისათვის მითითებული პრეპარატებით, სახელმწიფო კატალოგის შესაბამისად. უპირატესობა ეძლევა ბიოლოგიური პესტიციდების გამოყენებას.“. 9. მე-13 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. კონტროლს პესტიციდების გამოყენებაზე სარკინიგზო ტრანსპორტის მიმდებარე მიწებზე ახორციელებს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო.“. 10. მე-14 მუხლის: ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საკარანტინო ობიექტების აღმოჩენისას საზღვაო, სამგზავრო და სატვირთო ხომალდების, თვითმფრინავების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, კონტეინერების, ვაგონების დეზინსექცია რეგულირდება ამ წესებით და არსებული საერთაშორისო ნორმებით.“; ბ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. დეზინსექციის შემდეგ ყველა სახის სამგზავრო ტრანსპორტის ექსპლოატაცია ნებადართულია მხოლოდ მათი სველი გარეცხვის შემდეგ. საკარანტინო ან სხვა საშიში მავნე ორგანიზმებისაგან გაუსნებოვნების შემდეგ სათავსის, სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაცია დაშვებულია გაუსნებოვნების ეფექტურობის დადგენის შემდეგ, სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითების საფუძველზე.“. 11. მე-15 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაქირავებული პერსონალი სამუშაოების წარმოებისას, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შემდეგი კომპლექტით: სპეცტანსაცმელი, ქუდი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე, ხელთათმანი.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სასუნთქი გზების დასაცავად აუცილებელია გამოყენებულ იქნეს სპეციალური (მაგალითად, РПГ-67 ტიპის და სხვ.) ან უნივერსალური რესპირატორები (მაგალითად, РУ-60М და სხვ.), სამრეწველო აირწინაღები გამოსაცვლელი კოლოფებით ან მტვრის საწინააღმდეგო რესპირატორები (მაგალითად, Ф 62 Ш, У2-К, „ლეპესტოკი“, ასტრა-2 და სხვ.).“; გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. განსაკუთრებით საშიში პრეპარატებით შენობების ფუმიგაციისას საჭიროა, გამოყენებული იქნეს სამრეწველო აირწინაღები „A“ ან სხვა შესაბამისი კოლოფები.“; დ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. სამუშაოს შესრულების შემდეგ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა გასუფთავდეს, მათი გასუფთავება და გახდა უნდა მოხდეს შემდეგი თანამიმდევრობით: გაუხდელად გაირეცხოს რეზინის ხელთათმანი გამაუვნებელმყოფელ ხსნარში (3-5% კალცინირებული სოდის ხსნარი, კირის ხსნარი); შემდეგ გაირეცხოს წყლით; შემდეგ მოხდეს ჩექმებისა და კომბინიზონის გახდა, მოიხსნას დამცავი სათვალე და რესპირატორი; ხელახლა გაირეცხოს ხელთათმანი გამაუვნებელმყოფ ხსნარში და წყალში და გაიხადოს. აირწინაღის კოლოფებისა და რესპირატორების მასრის რეზინის წინა და გარეთა ზედაპირი გაუვნებელდეს საპონ-სოდიანი ხსნარით (25 გ საპონი + 5 გ კალცინირებული სოდა 1 ლ წყალში ან დიასის 1%-იანი ხსნარით ჯაგრისის დახმარებით), შემდეგ გაივლოს სუფთა წყალში და გაშრეს. აირწინაღისა და რესპირატორის წინახედი დეზინფიცირდეს კალიუმის პერმანგანატის 0.5%-იან ხსნარში ან სპირტში დასველებული ბამბის ტამპონით.“; ე) 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი: „22. პესტიციდებთან მუშაობისას, მიზანშეწონილია, ერთჯერადი სპეცტანსაცმლის გამოყენება.“. 12. მე-16 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. თუკი ობიექტის ფუმიგაციასთან ერთად ხდებოდა სხვა პროდუქციის დამუშავება (გემის ტრიუმში, საწყობებში, კამერებში) დეგაზაციის ვადა უნდა გაგრძელდეს და მისი დასრულება დამოკიდებული იქნება პროდუქციაში ფუმიგანტების ნარჩენის რაოდენობის დადგენაზე. ფუმიგირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ჰიგიენური სერტიფიკატის საფუძველზე. 13. თუკი ფუმიგაცია ხდება აირბალონური მეთოდით, ფუმიგაციისას, საჭიროა, მკაცრად იყოს დაცული მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის მოწყობილობის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესები. ბალონები ტრანსპორტირებისას უნდა იყოს დალაგებული ისე, რომ თავსახურებს ერთი მიმართულება ჰქონდეთ. ისინი საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული და დაცული დარტყმის, ბიძგების და ჩამოვარდნისაგან. აკრძალულია გადმობრუნებულ მდგომარეობაში ბალონების გადატანა, თავსახურის მხრიდან მათი აწევა და ამგვარად გადმოტვირთვა. ბალონები საწყობებში ვერტიკალურ მდგომარეობაში უნდა ინახებოდეს, ხოლო ჰაერის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +250c-ს. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, საჭიროა ბალონები სველი ბრეზენტით დაიფაროს. გაზაციის დაწყებისას მოწმდება ყველა ბალონის ვენტილი. თუკი თავსახურის ამოხრახვნა ხელით არ ხერხდება, იგი უნდა ამოიხრახნოს ქანჩის გასაღებით. კატეგორიულად აკრძალულია ბალონზე ჩაქუჩის დარტყმა. თუკი ფუმიგანტები კასრებშია შენახული, მათ ხსნიან სპეციალური გასაღებებით. აკრძალულია საცობების გათბობა ან მათი დარტყმით მოშორება.“. 13. მე-17 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების კომპლექტი, სპეცტანსაცმელი, ქუდი, სპეცფეხსაცმელი, ხელთათმანი, დამცავი სათვალე, რესპირატორები ან აირწინაღები – უნდა შერჩეულ იქნეს ინდივიდუალურად, თითოეული მუშაკისათვის და მიეჩინოს მას. ისინი უნდა ინახებოდეს მშრალ, სუფთა, კარგად განიავებულ სათავსებში. აკრძალულია მათი შენახვა პესტიციდებთან ერთად და არადანიშნულებით გამოყენება.“. 14. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) აკრძალულია პესტიციდების გამოყენება სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების წყაროთა სანიტარიული დაცვის ზონის პირველ სარტყელში, ზედაპირული წყლების სანიტარიული დაცვის ზონის II სარტყლის მთელ ტერიტორიაზე და მიწისქვეშა წყალმომარაგების წყაროების სანიტარიული დაცვის სარტყლის ზონაში;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) „არ დაიშვება წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტების დაბინძურება და დანაგვიანება პესტიციდებით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების წყაროებისა და წყალსატევების შერჩევითი კონტროლი პესტიციდების შემცველობაზე;“; გ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო.“. 15. 21-ე მუხლის: ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პესტიციდებით ვაჭრობა ხორციელდება მხოლოდ სპეციალიზებული სავაჭრო ქსელის მეშვეობით, გარემოს დაბინძურების აცილებისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. დაუშვებელია პესტიციდების დასაწყობება და რეალიზაცია ამ წესების დარღვევით, აგრეთვე, გზებზე, ქუჩებში, სკვერებში, პარკებში, ბაზრებში, მოსახლეობის თავშეყრის და სხვა აკრძალულ ადგილებში პესტიციდებით ვაჭრობა. სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების მიზნით, უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმოს სასაწყობო და სარეალიზაციო ობიექტი, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა. 4. პესტიციდების რეალიზატორს (გამყიდველს), კონსულტანტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია (მცენარეთა დაცვის ან აგრონომიული განათლება, გარემოსდაცვითი და სანიტარიული წესებისა და ნორმების ცოდნა), რათა მომხმარებელს მისცეს ახსნა-განმარტებანი მათი ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მას აეკრძალება პესტიციდების რეალიზაცია.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდებით ვაჭრობის აღკვეთის მიზნით, სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან, სინჯების აღებისა და შესაბამისი ლაბორატორიის მიერ ანალიზების ჩატარების საფუძველზე, შეაჩერონ მათი რეალიზაცია.“; გ) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. პესტიციდების რეალიზაცია ხორციელდება დამამზადებლის დაფასოებითა და შეფუთვით. ტარის ეტიკეტი მარკირებული უნდა იყოს „FAO“-ს საერთაშორისო ინსტრუქციების და „ტექნიკური რეგლამენტის -„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბერის №427 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად. პესტიციდების წვრილი დაფასოება ხდება მწარმოებელი ფირმის თანხმობით ამისათვის სპეციალურად მოწყობილ საწარმოში (სათავსში), დადგენილი წესის შესაბამისად. 13. პესტიციდების იმპორტიორი/რეალიზატორი, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბერის №427 დადგენილების თანახმად, ვალდებულია, უზრუნველყოს მათი გამოყენების რეკომენდაციების და ტარის ეტიკეტის თარგმანი ქართულ ენაზე, რომელიც იდენტური უნდა იყოს სახელმწიფო კატალოგში მოყვანილი რეგლამენტებისა.“. 16. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პესტიციდების გამოყენება რეკომენდებულია კომპლექსურ სისტემებში არაქიმიურ - ალტერნატიულ მეთოდებთან ერთად (აგროტექნიკურ, ბიოლოგიურ, ფიზიკურ, მექანიკურ), რომლებიც ხელს უშლის მავნე ორგანიზმების პოპულაციების წარმოქმნას და მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სხვა ბრძოლის მეთოდების იმგვარი დონით განოყენებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით გაცილებით ხელსაყრელია და ამცირებს ან მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოსთან დაკავშირებული რისკები.“. 17. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პესტიციდების უსაფრთხო გამოყენების აუცილებელ პირობას წარმოადგნეს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს და სხვა უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების მიერ მკაცრი კონტროლის დაწესება დასაცავ კულტურებში, ნიადაგში, წყალსა და გარემოს სხვა ობიექტებში, კვების პროდუქტებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ცხოველთა საკვებში მათი ნარჩენი რაოდენობის შემცველობაზე.“. 18. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. აგროქიმიკატების შემოტანა და ბაზარზე განთავსება 1. აგროქიმიკატების შემოტანა ნაბადართულია, თუ ისინი შეტანილია სახელმწიფო კატალოგში. 2. სამეცნიერო-კვლევითი და საცდელი სამუშაოებისათვის არარეგისტრირებული აგროქიმიკატების შემოტანა დაიშვება სარეგისტრაციო ორგანოს, სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. 3. ბაზარზე დაიშვება მხოლოდ დამტკიცებული შემადგენლობის მქონე რეგისტრირებული აზოტოვანი სასუქები, რომლებიც საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდებული უნდა იყოს შეფუთული სახით. 4. მწარმოებლები, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბაზარზე ამონიუმის ნიტრატის მაღალი შემცველობის მქონე (28%-ზე მეტი) აზოტოვანი სასუქების განთავსებაზე, რომლებიც წარმოადგენს განსაკუთრებული ტიპის სასუქს და შესაძლოა იყოს სახიფათო (კერძოდ, გამოყენებულ იქნეს არადანიშნულებისამებრ, როგორც ფეთქებადი საშუალება) და საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას და საკუთრებას, ვალდებულნი არიან, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და მომუშავეთა შრომის დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით, მიიღონ შესაბამისი ზომები და უზრუნველყონ განსაკუთრებული კონტროლი და მიკვლევადობა, რათა თავიდან იქნას აცილებული არამიზნობრივი დანიშნულებით ამგვარი ტიპის სასუქის გამოყენება.“. 19. 25-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სასუქების შენახვა ნებადართულია მხოლოდ მათ შესანახად გამიზნულ სპეციალურ საცავებში.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. საწყობში სხვადასხვა სახის სასუქები უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე ხის ქვეშსაფენებზე, სათანადო წარწერებით. საწყობი უნდა ნიავდებოდეს. 6. ფერმერულ მეურნეობებში სასუქების შენახვა უნდა ხდებოდეს ამ წესების დაცვით.“; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. აგრომადნეულების, ქიმიური მელიორანტების, ტორფის და სხვა ორგანული სასუქების, ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, მათი შენახვა და ტრანსპორტირება ხდება ჩვეულებრივ პირობებში, მაგრამ დაუშვებელია მათი დაყრა მდინარეების, წყალსაცავების და ჭების ახლოს.“; დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. არატარირებული აგროქიმიკატების (ქიმიური მელიორანტები, ორგანული სასუქები, აგრომადნები) ტრანსპორტირებისას, დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, პროდუქციას უნდა გადაეფაროს რაიმე უხეში ქსოვილი - ბრეზენტი.“; ე) მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. შეფუთული სასუქის გახსნის შემთხვევაში, აუცილებელია ტარაზე დასმული ბეჭდის ეტიკეტის და მთლიანი ტარის დაზიანება, რათა არ მოხდეს მისი მეორადი გამოყენება.“. 20. 26-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მყიდველს აგროქიმიკატებთან ერთად მიეცემა გამოყენების რეკომენდაცია, მისი ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების შესახებ. 4. სასუქების გამოყენების რეკომენდაციების შესამუშავებლად ან არსებული რეკომენდაციების კორექტირების მიზნით, როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე, ქვეყანაში შემოტანილი სასუქები და სხვა აგროქიმიკატები ექვემდებარება ხარისხობრივ შეფასებას, რომელსაც ახორციელებს აკრედიტებული ლაბორატორია. 5. აგროქიმიკატების რეალიზატორები ვალდებულნი არიან, უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე საანალიზოდ გასცენ აგროქიმიკატების ნიმუშები.“. 21. 27-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნიადაგის გამოკვლევებს ახორციელებს შესაბამისი პროფილის ლაბორატორია.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მექანიზებული წესით აგროქიმიკატების შეტანისას, ტექნიკა უნდა იყოს გამართული, რათა დაცული იქნეს რეკომენდებული დოზით მთელ ფართობზე აგროქიმიკატების თანაბარი განაწილება. 5. მცენარეთა ნორმალური ზრდა-განვითარებისა და მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებად, აუცილებელია ძირითადი საკვები ელემენტები - აზოტი, ფოსფორი და კალიუმი, მეორადი გამანოყიერებელი ელემენტები - კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და გოგირდი. ამასთანავე, ნიადაგის თავისებურებიდან გამომდინარე, მცენარეთა ზრდას ხელს უწყობენ მიკროელემენტები - ბორი, კობალტი, სპილენძი, რკინა, მაგნიუმი, მოლიბდენი და თუთია.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მეორადი გამანოყიერებელი ელემენტები და მიკროსასუქები გამოიყენება ნიადაგში მისი შემცველობის და მცენარეთა მოთხოვნილების გათვალისწინებით, ფოსფორ-კალიუმიან და რთულ სასუქებთან ერთად.“; დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. აგროქიმიკატების გამოყენება ხდება როგორც ნიადაგში შეტანით, ასევე, მცენარეთა ფოთლოვანი გამოკვებით, წვეთოვანი მორწყვით, ირიგაციით და სხვ.“; ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. აგრომადნეულების გამოყენება დასაშვებია ნიადაგების გამოკვლევის მასალების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე და ძირითადად მიმართულია ნიადაგის არის რეაქციის სასურველი მიმართულების შეცვლის, ნიადაგის თვისებების გაუმჯობესების და ნაყოფიერების ამაღლებისაკენ, რომლის შემდეგ ხორციელდება ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგი.“; ვ) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „27. ფერმერული მეურნეობები ვალდებულნი არიან, აწარმოონ გამოყენებული აგროქიმიკატების აღრიცხვა.“. 22. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29.პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები