საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ 2014 წლის ანგარიში

  • Word
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ 2014 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 12/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
12/12/2014
ვებგვერდი, 12/12/2014
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ 2014 წლის ანგარიში
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის

ა  ნ  გ  ა  რ  ი  შ  ი

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის

(ინფორმაციის თავისუფლება)

მოთხოვნათა შესრულების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობა.

საანგარიშო პერიოდად აღებულია 2013 წლის პირველი დეკემბრიდან 2014 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის და ქვეპუნქტებთან დაკავშირებით:

-                     საანგარიშო პერიოდში (2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 9 დეკემბრამდე) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შემოსულია 3 განცხადება, რომელიც აერთიანებს საჯარო ინფორმაციის გაცემის 2 1 მოთხოვნას;

-                     ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, რის შესახებაც შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა განმცხადებლის მიერ შემოტანილ განცხადებაზე და/ან შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალში;

-                     საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა სამსახურში არ დაფიქსირებულა;

-                     მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო სამსახურის უფროსისა და ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის) თამარ კალანდაძის მიერ.

კოდექსის 49-ე მუხლის ქვეპუნქტთან დაკავშირებით:

-                     საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

რაც შეეხება კოდექსის 49-ე მუხლის - ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებს, ასეთი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არ დაფიქსირებულა.

 

სამსახურის უფროსის მოადგილე                                გ. თევდორაშვილი