დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2930-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120090000.09.001.016254 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/12/2014 - 11/12/2015)
|
საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტისა და 267-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს: |
1. დამტკიცდეს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2015 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 24 დეკემბრის №1842-რს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2013, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016192). 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 11 დეკემბერი 2014 წ. N2930-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები