„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.173.016055
55
11/12/2014
ვებგვერდი, 15/12/2014
010250020.35.173.016055
„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №55

2014 წლის 11 დეკემბერი

ქ. ახალციხე

 

,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში (ვებგვერდი, 16/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.173.016001) და დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (რეგლამენტი):
ა) მე-16 მულის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრს, გარდა იმ წევრისა რომელიც არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, საკრებულოს მიერ გამოცემული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე