დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.138.016178 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/12/2014 - 29/01/2015)
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ა” ქვეპუქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
თავი I
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი მუხლი 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 3900,0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 4. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 300,0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3132,6 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 467,4 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3705.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 194.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 194.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0,0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
მუხლი 12. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
მუხლი 13. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 49.9 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 55,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 42.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა, იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურების საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2.0 ათასი ლარი;
მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. ა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - 42.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა რეგისტრაცია, აღრიცხვა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დასასვენებელი პარკების, სკვერების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა - 85.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტი სამოქმედო ტერიტორიის არსებული ქუჩების, გზების ხიდების და მილსადენების რეაბილიტაცია, ასევე რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება. საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვით შესაბამისი საგზაო ნიშნების, გადასასვლელებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა. ზამთრის პერიოდში შიდა გზების ჭარბი თოვლისაგან გათავისუფლება. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 438,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ასევე მოხდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემების მაგისტრალების და სათავე-ნაგებობების, სარწყავი სისტემების მშენებლობა რეაბილიტაცია, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის დასუფთავება. ბ.ა) დასუფთავება - 172.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ ვალეს ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება, ნარჩენების გატანა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვა არსებული დასახლებული პუნქტების, ობიექტების და ასევე მიმდებარე ტერიტორიების საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენების გატანა. ბ.ბ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 92,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობა, გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა. რეაბილიტირებულ გზებზე ახალი სანათი წერტილების მოწყობა. ბ.გ) წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია - 92,0 ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტში დაზიანებული სასმელი წყლი და სარწყავი წყლის სისტემების მშენებლობა- რეაბილიტაცია. ბ.დ) ახალციხის მელიორაცია - 79,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05) პროგრამის ფარგლებში მოხდება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სარწყავი სისტემების აღგენა რეაბილიტაცია და მოქმედი სარწყავი სისტემების მოვლა-შენახვა. გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები - 30,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03) გ.ა. საკადასტრო აზომვითი ნახაზები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის ხარჯები - 30,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03 05) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები - 185,0 ლარი (პროგრამული კოდი 03 05). პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების ფარგლებში პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა დაფინანსება.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. ა) ააიპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სუბსიდირება - 594,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 01 01) ახალციხის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 8 საბავშვო ბაღი და იგეგმება ერთი ტიპიური საბავშვო ბაღის გახსნა, სადაც დაწყებით განათლებას მიიღებს 500 - მდე აღსაზრდელი. . პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. მათ შორის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საბავშო ბაგა-ბაღების საწვავი შეშით უზრუნველყოფა 15,0 ათასი ლარი.
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე დაფინანსდება ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებები; ა) კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 130,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ა.ა) კულტურის დაწესებულებების გაერთიანება - 75,1 ათასი ლარი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01) პროგრამის ფარგლებში ხდება გაერთიანების აპარატის, ხუთი ბიბლიოთეკის, ოთხი კულტურის სახლის ფინანსური მხარდაჭერა. ა.ბ) კულტურული ღონისძიებები - 17.1 ათასი ლარი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ,,არტ–გენის“ ფესტივალის მხარდაჭერა და სადღესასწაულო (დედის დღე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, შობა და ახალი წელი და სხვა) ღონისძიებების მოწყობა. ა.გ) ა.ა.ი.პ. ვალის მუსიკალური სკოლა - 17.2 ათასი ლარი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 05) სუბსიდირების წესით ფინანსირდება ვალის სამუსიკო სკოლა სადაც ირიცხება და სწავლობს 81 მოსწავლე. ა.დ) ა.ა.ი.პ. აწყურის სამუსიკო სკოლა - 18.0 ათასი ლარი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 06) სუბსიდირების წესით ფინანსირდება აწყურის სამუსიკო სკოლა სადაც ირიცხება და სწავლობს 59 მოსწავლე. ა.ე) ა.ა.ი.პ სტატუსის მქონე სამუსიკო და სამხატვრო სკოლებში დაწესებული გადასახადის 100% -იანი შეღავათი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ომში მონაწილეთა ოჯახების, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, იძულებით გადადგილებული პირების, პირველი ჯგუფის ინვალიდთა ოჯახების შვილების, მარჩენალდაკარგული და ობოლი ბავშვებისათვის - 24,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება მუსიკალური სკოლების მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეთა გადასახადის 40%-იანი შეღავათი. აღნიშნულ კატეგორიას განეკუთვნებიან ის მოსწავლეები, რომლებზეც არ ვრცელდება სწავლის ღირებულების 100%-იანი შეღავათი. ა.ვ) ა.ა.ი.პ კულტურის დარგის გაერთიანების საწვავი შეშით უზრუნველყოფის პროგრამა - 4,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 04). ბ) საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა - 29 ,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 361,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება 55.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
ბ) ამბულატორიის მშენებლობა - 20.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01 02) პროგრამა ითვალისწინებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამბულატორიების მშენებლობას. გ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა - 286,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გ.ა) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება - 2.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით გ.ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) პირთა დახმარების პროგრამა - 20.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) პირთა ერთჯერადი დახმარების დაფინანსება. გ.გ) ომის ვეტერანების,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ავღანეთის ომში მებრძოლთა, დიდი სამამულო ომის ვეტერანთა ერთჯერადი სოციალური დახმარება. - 5,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამა ითვალისწინებს 6, 9 და 26 მაისის დღეებთან დაკავშირებულ ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას კერძოდ ომის ვეტერანთა ერთჯერად ფულად დახმარებას. გ.დ) მზურნევლობამოკლებულთა უფასო სასადილოს დაფინანსება - 4.7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 10 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. გ.ე) ხანძრით დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება - 15,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ხანძრით დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება. გ.ვ) ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და უკიდურესად გაჭირვებულთა სოციალური დახმარება - 30.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა და უკიდურეს გაჭირვებულთა სადღესასწაულო (საახალწლო) ნობათით უზრუნველყოფას. უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება საშენი მასალებით. გ.ზ) 100 წელს გადაცილებულ უხუცესთა და დედ-მამით ობოლ ბავშვთა ერთჯერადი დახმარება - 1,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 07). ქვეპროგრამის ფაგლებში ერთჯერადი დახმარება გაეწევათ 100 წელს გადაცილებულ უხუცესებსა და დედმამით-ობოლს ბავშვებს. გ.თ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება ყოველ ახალშობილზე - 45.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 08) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების 100 ლარიანი დახმარება ყოველ პირველ, მეორე და მესამე ახალშობილზე ერთჯერადად, ხოლო ყოველ მომდევნო ახალშობილზე 200 ლარით. გ.ი) აწყურში განვითარებული მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება - 12,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება აწყურში განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება ფულადი ფორმით. ბ.კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო სადიაგნოსტიკო გამოკვლევების გეგმიური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება და სხვა ტიპის სამედიცინო სერვისების დაფინანსება - 150,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 13) პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გაეწევა გეგმიური და ურგენტული ოპერაციების ღირებულების თანადაფინანსება 30%-დან 70%-მდე, არაუმეტეს 1500 ლარისა. განხორციელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება 50%-ით, არაუმეტეს 200 ლარისა, რომელთაც გააჩნიათ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული 0-100 000 სარეიტინგო ქულა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ყველა ტიპის სამედიცინო სერვისის თანადაფინანსება არაუმეტეს 2 000 ლარისა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები