„ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016046
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
46
10/12/2014
ვებგვერდი, 15/12/2014
010250000.35.175.016046
„ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/12/2014 - 19/12/2014)

 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2014 წლის 10 დეკემბერი

ქ. მცხეთა

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო   :

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 6 ნოემბრის N31 დადგენილებაში (სსმ 010250000.35.175.016031) კერძოდ:

 

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, ქალაქ მცხეთის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველი ერთეულის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის და ატესტაცისიის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების და „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად,

2.  ამოღებულ იქნეს №31 დადგენილების მუხლი 1-ის ტექსტში მითითებული  სიტყვა ,, (დანართის შესაბამისად)“ და  შესაბამისად დანართი №2, №3 და №4 გაუქმებულ იქნეს.

3. ქალაქ მცხეთის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  №31  დამტკიცებულ  დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დებულების სათაურში ქალაქ მცხეთის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება  ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,დანართი №1“ და სიტყვა ,,დებულება“ შეიცვალოს ,,საქმიანობის წესი“.

4. ,,მუხლი 2 ტერმინთა განმარტება“

 გ) პუნქტში შეიცვალოს ტექსტი  საქართველოს კანონის ,, საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების ნომერი შეცვალოს №411-ით.

გ.ე) ქვეპუნქტის ტექსტი გაუქმებულ იქნეს და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ,,არადისკრიმინაციულობა - ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელედ შეიძლება  მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე , რომელმაც მიაღწია  18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონის ,, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მოთხოვნები;

5.   ,,მუხლი 17. გასაუბრება“ პუნქტი 2-ში  ამოღებული იქნეს სიტყვა ,,დანართი 2-ში მოცემული“

6.  ,,მუხლი 23. ატესტაციის ჩატარების პროცედურა“ პუნქტი 2-ში ამოღებული იქნეს სიტყვა ,,დანართი 3-ის მიხედვით“.

7.  ,,მუხლი  25. ატესტაციის შედეგები“ პუნქტი 2-ში ამოღებული იქნეს სიტყვა ,,დებულების დანართი 4-ით“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი