დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტში საჯარო ინპორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.138.016180 |
|
“ახალციხის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი №1 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
ახალციხის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის (შემდგომში ინფორმაცია) ახალციხის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსებზე (ახალციხის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს. |
2.
ვებ-გვერდის მისამართია: www.akhaltsikhe.ge. |
მუხლი 2.
ვებ-გვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება |
1.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში არსებული, საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალს. |
2.
წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალური მონაცემებისათვის, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. |
3.
ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებ-გვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირი. |
4.
პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება Word-ის ან PDF ფორმატში.
|
5.
საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. |
6.
ვებ-გვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებ-გვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. |
7.
. პროაქტიული ინფორმაციის, ვებ-გვერდის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
|
8.
. ვებ-გვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია საქართველოს კანონით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.“ |
9.
ვებ-გვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა.
|
მუხლი 3.
ინფორმაციის კატეგორიები |
1.
ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება:
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს/გამგეობის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); დ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მისამართები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, სამსახურეობრივი ტელეფონის ნომრები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში შემოსული და ასევე გაცემული განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად); ზ) ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობიაში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); თ) სამართლებრივი აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობიაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს (განახლდება ცვლილების შემთხვევაში); ი) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება ყოველწლიურად); კ) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების ან საფასურის შესახებ, რომელიც დადგენილია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ; ლ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში). |
2.
კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში. |
3.
ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია - წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში. |
მუხლი 4.
გარდამავალი დებულებანი |
1.
ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია 2014 წლის 14 ივლისის შემდგომ. |
2.
ახალციხის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსებზე არაუგვიანეს 2015 წლის 1 თებერვლამდე.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები